საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წიაღისეულის მოპოვების პროექტს ლიმიტირებული ხანგრძლივობა აქვს - პროექტი სრულდება წიაღისეულის ამოწურვისთანავე. მთავრობებს დისკრეცია გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნის მიღწევა სურთ პროექტის მანძილზე; დასახული ამოცანების მისაღწევად კი რეგულატორული თუ სხვა ტიპის მექანიზმები გააჩნიათ. ისტორიულად, მათ უპირველეს მიზანს ექსტრაქტივისტული პროექტიდან ფისკალური შემოსავლების მიღება, ასევე, საზოგადოების სასარგებლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის უფრო მსხვილი პროექტების გამოყენება წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში, მთავრობები ცდილობენ, ადგილობრივი თემებისთვის სარგებელს მიაღწიონ არა მხოლოდ უმოკლეს ვადებში - წიაღისეულის მოპოვების პარალელურად, არამედ უზრუნველყონ ამგვარი სარგებლის მდგრადობა. არაერთი მსხვილი პროექტი ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებს, რომლებიც, როგორც წესი, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები თემებისთვის სარგებელს ითვალისწინებს. კანონმდებლობაში მთავრობები სულ უფრო მეტად ითვალისწინებენ წიაღისეულის მოპოვებითი ინდუსტრიების ვალდებულებას, პროექტებით მოიცვან თემის განვითარების პროგრამები და უფრო ნაკლებად ეყრდნობიან ნებაყოფლობით ძალისხმევებს.
მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ანგარიშვალდებულებაზე, სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული წიაღის სექტორი საქართველოში“, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და იგი შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.
ინსტრუქცია