საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტის პრინციპი 1960-1970-იან წლებში გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის განვითარებული დაპირისპირების შედეგად წარმოიქმნა. იგი გულისხმობს როგორც სახელმწიფოების, ასევე ხალხების ფუნდამენტურ უფლებას. ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტის როგორც პრინციპი, ასევე უფლება წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილების შედეგს, მიაღწიონ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და განამტკიცონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ძალა, ამ პროცესში საერთაშორისო სამართლის როლის შესახებ განსხვავებული წარმოდგენების მიუხედავად. პრინციპი ფართოდ არის აღიარებული, უფლება კი ხშირად წარმოადგენს დავის საგანს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარგში, ამ უფლების ადამიანებზე ორიენტირებულმა ბუნებამ აჩვენა პოტენციალი, დაჩრდილოს მისი სახელმწიფოზე ორიენტირებული ბუნება. ოცდამეერთე საუკუნეში, ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებული დებატი ისევ განახლდა, განსაკუთრებით, საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში განვითარებულ სამართალწარმოებაზე რეაგირების მიზნით. შედეგად, ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტის პრინციპი კიდევ ერთხელ გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა რეფორმების განხორციელება საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში. რეფორმის პროცესი სხვადასხვა ფორმებით მიმდინარეობს, მათ შორის, სახელმწიფოების მიერ სტანდარტული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების შეცვლის (უნილატერალიზმი) ან ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების გზით არსებულ ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით (ბილატერალიზმი). მულტილატერალიზმი კი კვლავ დავიწყებულია. ეს პროცესი თან უნდა ახლდეს ახალი სახის დიალოგს გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რათა მოიპოვოს უფრო ფართო მხარდაჭერა და უზრუნველყოს ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტის პრინციპის/უფლების ჯანსაღი განვითარება.
მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ანგარიშვალდებულებაზე, სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული წიაღის სექტორი საქართველოში“, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და იგი შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.
ინსტრუქცია