[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ვიდეო / რეპორტაჟი

წაბლანა - არც ქალაქი გვაქვს, აღარც სოფელი

ვიდეო: ალექსანდრე ქეშელაშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნიკალური პროტესტის მომსწრენი გავხდით - სოფელ წაბლანას მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად, არჩევნებში ხმის მიცემაზე უარი თქვა.

"არც ქალაქი გვაქვს, აღარც სოფელი" - ამ ვიდეოში წაბლანელები იმ მძიმე ყოფის შესახებ ყვებიან, რაც მათ პროტესტს დაედო საფუძვლად.

წაბლანა ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებული სოფელია. 1989 წელს სოფლის ერთი უბანი მთიდან მოწყვეტილი მეწყრის ქვეშ მოყვა და 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა. დაზარალებულების უმეტესობა დღემდე ელის ადეკვატურ თავშესაფარს.

წაბლანელების ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა შუახევი ჰესის მშენებლობამ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას შემდეგ რაც ჰესი აშენდა, სოფელს წყალი აღარ მიეწოდება. კომპანიის საკუთრება გახდა სოფლის საძოვრების დიდი ნაწილიც.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“