[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / ანგარიში

სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძის განაცხადი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა

3 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში გიორგი მამალაძე ითხოვდა მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის აღიარებას სამ ასპექტში, კერძოდ, მტკიცებულებების უტყუარობის, პროცესის საჯაროობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებთან მიმართებით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მამალაძის განაცხადი მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის საჯაროობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების დარღვევის ნაწილში. თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების ნაწილში.

მტკიცებულებათა უტყუარობა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული იყო, რომ სისხლის სამართლის საქმეში მის წინააღმდეგ არსებული მთავარი მტკიცებულების - ციანიდის ამოღების გარემოებები ეჭქვეშ აყენებდა ამ მტკიცებულების სანდოობას, და შესაბამისად, მთლიანად სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობას. კერძოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის „ჩადებაზე" აპელირებდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მას არ მიეცა სრულყოფილი შესაძლებლობა სადაოდ გაეხადა ამ მტკიცებულების უტყუარობა. საჩივარში ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩხრეკის სანდოობის გადამოწმების მიზნით, არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობები აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერებასთან დაკავშირებით. განმცხადებელი ასევე უთითებდა, რომ ამოღებულ ნივთზე არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც გამოავლენდა მასზე მამალაძის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს. ამასთან, გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ საიდან შეიძლებოდა მოეპოვებინა გიორგი მამალაძეს ციანიდი. იმის გათვალისწინებით, რომ ციანიდი იყო გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მთავარი მტკიცებულება, განმცხადებელი უთითებდა, რომ სასამართლოს მიერ მისი დაშვება და გამოყენება ეჭქვეშ აყენებდა მთლიანად პროცესის სამართლიანობას.

სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის აღნიშნული არგუმენტები და მიუთითა, რომ მამალაძის მიმართ ჩხრეკა-ამოღებას წინ უძღვოდა მოწმის ი. მ.-ს ჩვენება და შემდგომი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც საკმარის საფუძველს ქმნიდა ამ საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად, და შესაბამისად არ იყო უკანონო. სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ დაცვის მხარეს მიეცა სასამართლო პროცესზე მოწმის - ი. მ.-სთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. პროცესზე ორივე მხარის მიერ დაიკითხა ასევე აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც ესწრებოდა ეჩხრეკა-ამოღების პროცედურას და რომელიც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნეიტრალურ მოწმედ მიიჩნიეს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, მართალია განმცხადებელს ცალკე არ გაუსაჩივრებია ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება, თუმცა ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების კანონიერებისა და უტყუარობის საკითხი საკმარისად იქნა გამოკვლეული ეროვნულ სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. სტრასბურგის სასამართლომ მოკლედ მიმოიხილა ეროვნული სასამართლოების პასუხები განმცხადებლის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ ისინი საკმარისად იყო დასაბუთებული. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ ეროვნული სასამართლოების უარი, თბილისის აეროპორტიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვასთან დაკავშირებით არ ჩათვალა „აშკარად უსაფუძვლოდ“. ეროვნული სასამართლოების მითითებით, ვიდეოჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობა იყო ზედმეტად ზოგადი, და მის მოპოვებაზე უარი გამართლებული იყო პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესით. სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ეროვნულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის არგუმენტი ციანიდის წარმომავლობის დადგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და იგი საქმისთვის „არარელევანტურად“ მიიჩნია. რაც შეეხება თითის ანაბეჭდების მოპოვებას სტრასბურგის სასამართლომ მართალია გააკრიტიკა საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩხრეკის ჩატარების მეთოდი, რის გამოც აზრი დაკარგა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებამ, თუმცა იმის გამო, რომ ეს დარღვევა ნაწილობრივ ეროვნულმა სასამართლოებმაც აღიარეს, აღნიშნული არ იქნა მიჩნეული მტკიცებულების სანდოობის ეჭქვეშ დასაყენებელ საკმარის საფუძვლად.

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი არ წარმოადგენდა საქმეში ერთადერთ მტკიცებულებას და იგი გამყარებული იყო სხვა ისეთი მტკიცებულებებით, როგორებიცაა მოწმე ი. მ. -ს ჩვენება, განმცხადებელთან საუბრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, და მისი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელთა უტყუარობაც დადასტურებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზებით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ეროვნული ორგანოების მითითებები განმცხადებლის ვერსიებს შორის შეუსაბამობებზე და საბოლოოდ, ჩათვალა, რომ საკითხი, საკმარისად იკვეთებოდა თუ არა განმცხადებლის ბრალი საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ეროვნული სასამართლოს შეფასების სფეროში ექცეოდა. შესაბამისად, მტკიცებულებების უტყუარობის ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

გაუთქმელობის ვალდებულება და პროცესის საჯაროობა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გიორგი მამალაძის საჩივარში ასევე აღნიშნული იყო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სრულად დახურვის გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო, რადგან არსებობდა ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა. მამალაძის მითითებით, მას არ ჰქონია საკუთარი პირადი ცხოვრების საზოგადოებისგან დაცვის ინტერესი, ხოლო საქმის მასალებში არ ინახებოდა სხვა ისეთი პირადი ინფორმაცია რომელიც გაამართლებდა საქმის სრულად დახურვას. უსაფუძვლო იყო მოწმეთა დაცვის არგუმენტიც, რადგან საქმეში არსებულმა მთავარმა მოწმეებმა საკუთარი სურვილით მისცეს ინტერვიუები ჟურნალისტებს და შესაბამისად, გასაჯაროებული იყო მათი ვინაობა. განმცხადებლის თანახმად, იმ ფონზე, რომ გენერალური პროკურატურას არც თავად შეუკავებია თავი საქმის გარემოებების გავრცელებისგან და არც მოწმე ი. მ.-ს საჯარო გამოსვლებისთვის შეუშლია ხელი, საქმის დახურვა ასევე ვერ იქნებოდა გამართლებული გამოძიების ინტერესების დაცვის არგუმენტით. და ბოლოს, განმცხადებლის მითითებით, საზოგადოებრივი მორალისა და რელიგიური ფიგურების რეპუტაციის დაცვის ინტერესი არ შეიძლება გამხდარიყო სხდომის დახურვის საფუძველი, რადგან მას არ ითვალისწინებდა კანონი.

სტრასბურგის სასამართლომ „საზოგადოებაში დამკვიდრებული რელიგიური და მორალური პრინციპების“ ინტერესით სხდომის დახურვა არ ჩათვალა უკანონოდ, თუმცა, არ დაეთანხმა ეროვნული სასამართლოს დასაბუთებას, რომ ეს ინტერესი აღემატებოდა კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვის ინტერესს. სტრასბურგის სასამართლოს მთავარი კრიტიკა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მიემართებოდა ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელ უარს ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ თავად ბრალდებული ითხოვდა საქმის მინიმუმ ნაწილობრივ გახსნას, იმისთვის, რომ დაპირისპირებოდა პროკურატურის და ი.მ,-ს გავრცელებულ განცხადებებს მის დანაშაულებრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, სასამართლო სხდომებზე სახალხო დამცველის დასწრებამ ვერ უზრუნველყო საჯაროობის ინტერესის დაცვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სახალხო დამცველის კრიტიკის საპასუხოდ, გენერალურმა პროკურორმა იგი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში“ დაადანაშაულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოების მიერ საქმის სრულად დახურვა არ იყოს სათანადოდ დასაბუთებული, და აზიანებდა საზოგადოების ნდობას პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს.

უდანაშაულობის პრეზუმფცია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი მამალაძე ასევე დაობდა მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევაზე. მამალაძის მითითებით, დაცვის მხარისთვის დაკისრებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაუთქმელობის ვალდებულების და სასამართლო სხდომების დახურვის პარალელურად, საჯარო მოხელეები არამარტო აკეთებდნენ განცხადებებს საქმის მიმდინარეობის შესახებ, არამედ სელექციურად ავრცელებდნენ საქმის ისეთ მასალებს, რომელიც მას დამნაშავედ წარმოაჩენდა.

საჯარო მოხელეების განცხადებების შეფასებისას, სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე საზოგადოების მომეტებული ინტერესი, თუმცა, პრობლემურად მიიჩნია განმცხადებლის დაკავებისთანავე იმდროინდელი ვიცე-პრემიერის გაკეთებული განცხადება, რომელიც მამალაძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე პირდაპირ უთითებდა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, პროკურატურის წარმომადგენლების განცხადება, რომ გიორგი მამალაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში სისრულეში მოვიდოდა ბრალდებულის განზრახვა ფატალური შედეგის დადგომასთან დაკავშირებით, სცდებოდა საქმეზე საზოგადოების ინფორმირების ინტერესს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, პროკურატურის ამგვარ განცხადებებს თან სდევდა საქმის მასალების გასაჯაროება და შეფასებები, თითქოს ეს მტკიცებულებები ადასტურებდა მამალაძის მიერ მკვლელობის მიზნით ციანიდის შეძენას.

სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების ფონზე, პროკურატურამ არაფერი გააკეთა ამ ვალდებულების დასაცავად. მთლიანობაში, ასეთი განცხადებები და ქმედებები, განსაკუთრებით მანამ სანამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოვიდოდა, საზოგადოებისთვის ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გიორგი მამალაძის ბრალეულობა დადასტურებული იყო კანონის საფუძველზე. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევა.

დასკვნა

სტრასბურგის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი უთითებს გიორგი მამალაძის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან გაუთქმელობის ვალდებულების ბოროტად გამოყენებასა და იმ პრობლემურ განცხადებებზე, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოების წინაშე ბრალდებულის დამნაშავედ წარმოჩენას მანამ სანამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე დამდგარი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ შემთხვევაში თუ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. მამალაძეს მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის პროცედურა, თუმცა დარღვევის შინაარსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, რთული სათქმელია გადასინჯვის შემდგომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ეს საკითხი საქმის მასალებთან მჭიდრო კავშირში დამატებით დეტალურ განხილვას საჭიროებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“