საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სამოქალაქო აქტვისტის სამირა ბაირამოვას შევიწროებისა და დევნის კიდევ ერთ ეპიზოდს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს განუხრელად დაიცვან ქალი აქტივისტის უსაფრთხოება, ღირსება და თავისუფლება.
4 ოქტომბერს სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ფოტო მასალა, სადაც ჩანს რომ (საცხოვრებელ კორპუსში) მისი საცხოვრებელი სახლის კართან, სიმბოლურად მისი დაბადების დღეს, უცნობმა პირებმა ხელით დახატეს რუსული დროშა და ჯვარი, რაც სავარაუდოდ წინა წლის გაზაფხულზე მარნეულში მომხდარ ეპიზოდს უკავშირდება, როცა სამირა ბაირამოვა პროპუტინისტური, ექსტრემისტული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრების მხრიდან შევიწროებისა და საჯარო მუქარის მსხვერპლი გახდა.
სამწუხაროდ, სამირა ბაირამოვა არაერთხელ გამხდარა მისი აქტივისტური საქმიანობისა და გამოხატვის გამო სხვადასხვა რადიკალური ჯგუფის და ადგილობრივი საჯარო მოხელეების მუქარის, დევნისა და შევიწროვების ადრესატი. მათ შორის, ზემოთ ნახსენებ ეპოზოდში, 2022 წლის გაზაფხულს, სამირა ბაირამოვა მიიღო სიცოცხლის ხელყოფის მუქარისა და საჯარო შეურაცხყოფის გზავნილები ექსტრემისტული პარტიის წევრების მხრიდან, რაც ამ პარტიის შენობაზე სამირა ბაირამოვის მიერ პროტესტის ნიშნად ევროკავშირისა და უკრაინის დროშების დახატვას მოჰყვა. ამასთან, 2022 წლის 2 ივლისს, როდესაც სამირა ბაირამოვა სხვა აქტივისტებთან ერთად ქალაქ მარნეულში ეწეოდა „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიას, რა დროსაც მას თავს დაესხნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და სიტყვიერი შეურაცხმყოფა მიაყენეს. სამწუხაროდ, არც ერთ აღნიშნულ ფაქტს სათანადო გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.
სამირა ბაირამოვას საცხოვრებელ სახლთან დღეს განვითარებული მოვლენები, მათ შორის, 2022 წლის გაზაფხულს განხორციელებული მუქარის ეპიზოდებისა და მომხდარის მასთან სავარაუდო კავშირის გათვალისწინებით (საცხოვრებელ სახლთან დატოვებული სიმბოლოები სწორედ ამ მოვლენასთან კავშირის ჩვენებასა და დამაშინებელი გზავნილების დატოვებას ისახავდა მიზნად), განსხვავებული შეხედულობის და ეთნიკური იდენტობის გამო სამირა ბაირამოვას დევნის ნიშნებს შიეცავს და ის დროულ გამოძიებას და რეაგირებას საჭიროებს.
არსებითია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაიაზრონ ამ ტიპის ქმედებების დამაზიანებელი ეფექტი სხვადასხვა ჯგუფის სოციალური თანაცხოვრებისთვის, თანასწორობისთვის და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისთვის. სამირა ბაირამოვა წლების განმავლობაში აქტიურ საჯარო საქმიანობას ეწევა და ქვემო ქართლის რეგიონში ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაძლიერებისთვის მუშაობს. ცხადია, ამგვარი ქმედებები მნიშვნელოვნად ართულებს მისთვის უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას. მსგავს შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტიანი და არასენსიტიური რეაგირება კი გარდა იმისა, რომ დაუსჯელობის და დაუცველობის გარემოს ქმნის, სხვა აქტივისტებისთვის იქონიებს გამყინავ ეფექტს და დააზიანებს მათ საჯარო გამოხატვასა და მუშაობას. ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისთვის, სადაც დემოკრატიული პროცესები ისედაც სუსტია სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევების გამო.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს სამირა ბიარამოვას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
ინსტრუქცია