სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის საქართველოში
"კოალიცია თანასწორობისთვის" ეს ანგარიში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული სოციალური დაცვის პროგრამებისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის კრიტიკაა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დააიდენტიფიცირა ის ძირითადი გამოწვევები, რაც შშმ პირთა სოციალური დაცვის მიმართულებით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა.
კვლევის ავტორები:
- სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სოციალური დაცვა – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- სოციალური პოლიტიკა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად – კავშირი „საფარი“ ექთნების სამუშაო პირობები თუ სოციალური გარანტიები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ლგბტქი თემის სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობა – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
კვლევის ანგარიში გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.