[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თვალსაზრისი

სიყალბით მოქცეული მოქალაქე

დათო ლაღიძე 

“საზოგადოება, რომლისთვისაც სტილი სრულიად უმნიშვნელოა, სწორედ მისი საშუალებით შეუძლია ჭვრეტა”

როლან ბარტი"წერის ნულოვანი დონე"

1383878_722660704415212_1416981628_nთვალს წყალს თუ დავალევინებთ, შესაძლოა ერთ მთავარ ჰორიზონტზე გამოჩნდეს მათი თვალები. მათობაში პირველად აისახა ის ანარეკლი, რომელიც ეს რამდენიმე დღეა უკრაინის ტკივილით, ევროკავშირსადმი მიძღვნილი აქციით და პარლამენტში კიევის დინამოს გულშემატკივარი პარლამენტარებით დავინახეთ.

იყო დრო, როდესაც მსგავს აქციაზე ლოიალურად განწყობილი ათობით ათასი კაცი მიდიოდა, იმის გამო, რომ მათ უთხრეს, მისცეს ზოგადი არსებობის საზრისი, რომ ეს ასე უნდა გაეკეთებინათ - და ისინიც აკეთებდნენ. უბრალოდ, არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. აი ასე, ეტყოდნენ და უნდა გაეკეთებინათ, არ გააკეთებდნენ და შეამცირებდნენ ან სხვა კადრით ჩაანაცვლებდნენ ორას ლარიან სამსახურში (ხელზე ას სამოცი უწევდათ).

ჯაჭვის აქციაზე გამოსული ყაზახი და დედაკაცი, მშრომელი თუ ლიდერი - ყველანი ერთ მიზნისკენ მიდიოდნენ წყლის საპირისპიროდ და ხელფასიც უმალ ერიცხებოდათ.

მიუხედავად ნაციონალურობის მასშტაბებისა და ბიუროკრატიული იდეოლოგიის სიმხურვალისა, ადამიანები იყვნენ მატარებელნი ზეპიროვნულისა და ობიექტურისა. მათ საშუალება ეძლეოდათ თავი მოეტყუებინათ, საკუთარი თავისთვის დაემალათ ნამდვილი პოზიცია და Modus Vivendi. ეს მათ საშუალებას აძლევდა მოჩვენებითი ღირსეული გზის ლეგიტიმაციისათვის, რაც ხდებოდა ზემოთ, ქვემოთ და ნებისმიერ წერტილში.

სამაგიეროდ, სახლში თბილად იძინებდნენ და სწამდათ მამის, რომელიც მათ მომავალში ოაზისს პირდებოდა. შედეგად რა მივიღეთ? მათ წყალი დაალევინეს თვალს და გზის სხვა მხარეც გამოჩნდა. აქ კი, აქცია არავის აინტერესებს. ასევე დაინახეს აიხმანი იერუსალიმში და აიხმანის მხარდამჭერი სამი მუჭა სახალხო მუჯაჰედინი - რომლებიც წარმატებულად გააგრძელებენ საქართველოს სულიერ მისიას.

მთავარი, რაც სისტემის მნგრეველების აგრესიას იწვევდა და ლეგიტიმურად „სვავდა“ მათ ფეხებში კითხვას იყო შემდეგი - დეიდეოლოგიზაცია და დეჰომოგენიზაცია - არცერთ დისკურსს არ უნდა განესაზღვრა ქვეყანაში იდეოლოგია და არ უნდა გადაეგდო ბურთი, რასაც უსასრულოდ დაედევნებოდა, ხოლო ადამიანები უბრალოდ ვერ აუწყობდნენ ფეხს.

ომში ვინც დაიჭრება უნდა მოკვდეს - ეს კი ალბათ კიევის დინამოს გულშემატკივრებმა ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ. დეჰუმანიზაცია კი ტექნოკრატიის პირობებში გარდაუვალი იყო. მას სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც პედალს დაატრიალებდნენ. მოგეხსენებათ, ბურთი მრგვალია და რეალურად შეიძლება არც კი არსებობდა. სიმულაციას რა უდგას უკან?

რა უნდა გააკეთოს ამ ინფომაციულ ომში საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ? ინფორმაციული ომი თავის ეტაპზეა. ერთი მხრივ, მასხარა გულშემატკივრებით, რომლებსაც გონიათ სსრკ-ს რეინკარნაციის მიჯნაზე არიან (არის სულელობაშიც რაღაც მომხიბვლელობა) და მეორე მხრივ, ამბიონებზე შემდგარი მილენიუმის მოხელეებით. მისთვის ხომ მოსაბეზრებელია ლეგიტიმაციადაკარგული მოხელეებისგან - „არა ოკუპაციას?“ რომლებმაც მოიპარეს და ნაქებ/ნალოლიავებ საკუთრების აბსოლუტური უფლება გადააფარეს დასავლურობას - ხოლო მეორენი ამ დამალულ საგანს ორობით სისტემაში აქცევენ და მღვრიე წყლის ჭიდილით ზემოთ ადიან.

თუმცა არსაიდან ისმის ალტერნატივობა? ისმის, მაგრამ მათი ენა და სტილი საყოველთაოდ აღიარებულ ქმნილებებს ქმნის. ისინი ქვემოდან არ მოდიან, არავერტიკალურები არიან და ჰორიზონტზე სტაცებენ ენას ხელს, რომელსაც იმედია სიცოცხლის ბოლომდე არ ათამაშებენ. არა და ნამდვილად აუცილებელია იმის მოპარვა, რაც დამალულია და რის მაგივრადაც სუროგატია წარმოდგენილი.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ნამდვილი სადამ ჰუსეინი და ჩვენვე წარმოვაჩინოთ ის. გასაგებად და ჩვენივე სტილით, რომელიც ავთენტური იქნება ჩვენივე წარმომავლობის. სხვანაირად სულელობაში ყოფნა მოგვიწევს. მეტი საქმე გვაქვს კი ჩვენ? ძალის მოპოვება კი ბრძოლის შედეგია, რომელიც გარდუვლად უპირატესს გადაარჩევს, როგორც არ უნდა მივუდგეთ. უპირატესი კი როგორც ერთ-ერთმა ბიოლოგმა ახსნა, გარემო-პირობებთან უკეთ შემგუებელი ნაწილაკების ერთობაა.


ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“