[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / თვალსაზრისი

'სიკეთის' მონოპოლიზაცია?

ვახუშტი მენაბდე 

დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ყოველგვარი ინდივიდუალური ქველმოქმედების მიმართ. მგონია, თუ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა, მაშინ ,,ქველმოქმედების’’ (უფრო მართებული სიტყვა იქნებოდა - სოლიდარობის) ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოვახდინოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს ამის კეთება უნდა, უფლება არ აქვს, პირიქით, ეს კარგიც იქნებოდა, რადგან სოლიდარობის დისკურსს აძლიერებს და სასარგებლოა. მე უფრო იმას ვამბობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ.

თუმცა, ეს პოსტი საპატრიაქროს მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვას შეეხება, რომელიც მან იდენტობის მიერ უსახლკაროთა თავშესაფარის ორგანიზებასთან დაკავშირებით გამოთქვა.

ჩემთვის ეს ჟესტი არ არის იმის მაჩვენებელი თითქოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მას აქვს სიკეთის კეთების უფლება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადი იქნებოდა. ყველაფერი ძალიან ნათელი. ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს დაუშვებელია და ეკლესიას თავისი არ გაუვიდოდა. არავინ დაუშვებდა რელიგიური ინსტიტუტის ასეთ დაუფარავ ტოტალურობას. მეტიც, ეს აზრი რომ დღეს მის მესვეურებს მიაწოდო, შეიძლება სრულიად გულწრფელად უარყონ კიდეც.

ნებისმიერ ძალაუფლებას ტოტალურობისკენ სწრაფვა ახასიათებს. მაგრამ უფრო მეტად სახიფათო ის არის, რა ხრიკსაც ძალაუფლება ხშირად იყენებს. ის საკუთარ ძალადობას დასაწყისში მიმართავას არა ყველას, არამედ ყველზე სუსტების, მოწყვლადების მიმართ. მათ მიმართ, ვისზედაც საზოგადოებრივი აზრი, ისედაც ნეგატიურად არის ფორმირებული, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც ყველა სხვა ძალაუფლება (თუნდაც მასთან დაპირისპირებული) შეიძლება გაერთიანდეს. ამგვარად თავდაპირველი მსხვერპლი უნდა იყოს ნეგატიურად კონსესუსუნარიანი.

მსხვერპლშეწირვა რომ სოლიდარობას კრავს, ამაზე ბევრი დაწერილა. სოლიდარობა კი ძალაუფლებას ზრდის. ამგვარად ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალაუფლება მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს და ხდება ტოტალური.

ჩვენი გამოწვევა ზუსტად ის არის, რომ საპატრიარქო იბრძვის LGBT იდენტობის მქონე პირების და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ და არა ყველას წინააღმდეგ, ვინც მის [საპატრიარქოს] მიამართ ოპოზიციურად არის განწყობილი. მოცემულ მომენტში დისკურსი არის არა ის, რომ საპატრიარქოა ერთადერთი ვისაც სიკეთის კეთების უფლება აქვს, არამედ ის, რომ ,,იდენტობას’’ სიკეთის კეთების უფლება არ აქვს. ამგვარად ის ადამიანები ვის ინტერესებსაც გამოხატავს ეს ორგანიზაცია, გვევლინებიან როგორც ნეგატიური კონსოლიდაციის აგენტები, ისინი ვისაც არა მარტო სიკეთის კეთების, არამედ არსებობის უფლებაც არ აქვთ, მათი არსებობა არალეგიტიმურია, ამდენად ისინი არ არსებობენ. ხოლო მათზე ,,ძალადობა’’ ვინც არ არსებობს, ასევე არ არსებობს. შეუძლებელია არსებობდეს ძალადობა იმის მიმართ, ვინც არ არსებობს. ამ აზრით დღეს საპატრიარქო ისეთივე ძალადობის მანქანად გვევლინება, როგორადაც წლების განმავლობაში სახელმწიფო გლდანის მე-8 საპყრობილის მეშვეობით. მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის.

საპატრიაქროს ასე ესმის: ,,იდენტობის’’ საჯარო სივრცეში არსებობის დაშვება, მის ლეგიტიმაციას ნიშნავს. ეს საფრთხეს უქმნის ეკლესიის ძალაუფლებას, რადგან LGBT თემის საზოგადოებრივ დისკურსში დაშვებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეკლესიის, როგორც ძლაუფლების მქონე ინსტიტუტის არსებობა-არარსებობის საკითხი. ეკლესია ხომ ამ თემს მთავარ ბოროტებად სახავს დღეს და თუ ეს არის მთავარი ბოროტება, მაშინ მისი ადგილი აქ არ არის. ბოროტების არსი ის არის, რომ ის არ უნდა ჩანდეს. თუ გამოჩნდება ე.ი. გაიმარჯვა.

ამგვარად, საპატრიქრქომ დღეს მთავარ მტრად თავადვე შემქნა LGBT თემი (იმიტომ რომ მას აქვს ნეგატიური კონსოლიდირების ყველაზე დიდი რესურსი) და ახლა თავადვე ცდილობს მის განადგურებას და ამის ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების რეპროდუქციას.

მართალია დღეს ეკლესია ყველაზე ძლიერი სოციალური ინსტიტუცია, თუმცა არც იმდენად ძლიერი, რომ დაუპირისპირდეს მათ, ვის მიმართაც არ არსებობს ნეგატიური განწყობის კრიტიკული მასა (სწორედ ამიტომ ქმნის იგი ნეგატიური კონსოლიდირების წყაროებს). ამიტომ, სანამ დროა, ერთადერთი გამოსავალი ამ დაპირსპირებაში არის სხვა დანარჩენიების ჩართვა კონფლიქტში. ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ არის ნეგატიური კონსოლიდაციის ობიექტი, ადგილი არის აქ, ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“