საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი
ვახუშტი 2010 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2015 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და მიყავს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები კონსტიტუციურ სამართალში. 2018 წლიდან დღემდე იგი საკონსტიტუციო სასამართლოს „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სარედაქციო საბჭოს წევრია.
2016-2017 წლებში ის იყო ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
ვახუშტი მენაბდე 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო.
2015-2018 წლებში ვახუშტი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის გუდის წევრი, ხოლო 2013-2014 წლებში სახალხო დამცველის გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი.
2013-2015 წლებში ვახუშტი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის პოზიცია ეკავა, იქამდე კი 2010-2013 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პროექტში იურისტის თანამდებობზე მუშაობდა. უფრო ადრე, 2008-2010 წლებში იგი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ჯერ თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოს სპეციალისტის, შემდეგ კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრის უფროსის ფუნქციებს ასრულებდა.
ვახუშტი მენაბდე აგრეთვე, ეწევა კვლევით საქმიანობას. სხვადსახვა დროს, იგი ჩართული იყო 20-ზე მეტი ანალიტიკურ-კვლევითი დოკუმენტის მომზადებაში. მათ შორის, არის 11 აკადემიური სტატიის, 8 კვლევის და 2 სახელმძღვანელოს ავტორი/ თანაავტორი.
2007 წლიდან ვახუშტი მენაბდე წარმოადგენს მოსარჩელეთა ინტერესებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (30-მდე საქმეზე).
ვახუშტი მენაბდე 2010 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან, მისი სტატიები და ბლოგ-პოსტები ქვეყნდება ისეთ გამოცემებში როგორიცაა, ჟურნალები „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“, „ფორბსი“ და „ინდიგო“.
ვახუშტი მენაბდემ სამართლის ბაკალავრის წოდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.
ინსტრუქცია