საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის საბოლოო ანგარიშს, რომელიც ჩატარდა პროექტის “საარჩევნო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, აღნიშნული პროექტი ხორციელდება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით.
2013 წლის მარტიდან საქართველოს პარლამენტში შეიქმნა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილავდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ, საპარლამენტო ფრაქციების, არასაპარლამენტო პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადენლები. არსებობს კონსესუსი იმის თაობაზე, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და საჭიროა ცვლილებები.
წინამდებარე კვლევა შეეხება საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემას და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: საარჩევნო სისტემები – სადაც ძირითადად მოცემულია, სხვადასხვა საარჩევნო სისტემების კლასიკური გაგება. ქართული საარჩევნო სისტემა – იგი მოიცავს, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არსებულ საარჩევნო სისტემის ანალიზს და 2003-2012 წლების პერიოდში, საერთაშორისო/ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს სისტემის შესახებ, რელევანტური საარჩევნო სისტემები საქართველოსთვის – რომელიც შეეხება რეფორმის დისკურსს, ინტერესთა ჯგუფებს შორის განხილვის პროცესში მყოფ სისტემების აღწერასა და მათ შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას, რეკომენდაციები – რომელიც მიმართულია, მოქმედი ქართული საარჩევნო სისტემის გამოწვევებზე საპასუხოდ და დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან ჰარმონიზაციისკენ.
კვლევის პროცესში გამოყენებულია, საქართველოს და სხვა ქვეყნების საარჩევნო სისტემის შესახებ კანონმდებლობის ანალიზი, ასევე შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში საარჩევნო რეფორმის პროცესში ჩართულ ძირითად ინტერესთა ჯგუფებთან (საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო ადმინისტრაცია), რის საფუძველზეც მოხდა კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მადლობას უხდის დონორებს, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა წინამდებარე კვლევის შედეგების გამოცემა. EMC ასევე მადლობას უხდის მრგვალი მაგიდის ფორმატის მონაწილეებს თანამშრომლობისათვის.
ინსტრუქცია