[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო / რეპორტაჟი

შიშველი შრომა - ეთნიკური  უმცირესობები სოფლის მეურნეობაში

სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ლამის მთელს ქვეყანას ამარაგებს. ამ რეგიონებში ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი გლეხები ფაქტობრივად, შიშველი ხელებით შრომობენ:

  • მათ ხელი არ მიუწვდებათ მიწის დასამუშავებლად საჭირო თანამედროვე ტექნიკაზე,
  • უმცირესობების 85%-ზე მეტს მონაწილეობა არასოდეს მიუღია ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა: აწარმოე საქართველოში, დანერგე მომავალი, აგროდაზღვევის პროგრამა და სხვა.

სოფლების დიდ ნაწილში სარწყავი წყლის სისტემაც კი არ არის გამართული. გლეხები ხშირად საუბრობენ მიწის რესურსების უსამართლო და დისკრიმინაციულ გადანაწილებაზეც, რომელიც 90-იანებისა და ასევე, ბოლო წლების პრივატიზების ფრაგმენტული და უკონტროლო პროცესის შედეგია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გლეხები თვითორგანიზებით, საკუთარი შრომითა და მეურნეობის წარმოების ტრადიციული მეთოდებით აგრძელებენ მუშაობას და ქვეყნის მასშტაბით რიგი პროდუქტების წარმოების მაჩვენებლით ლიდერობენ კიდეც.

  • ვიდეოში გაგაცნობთ გლეხებს და მათ ყოველდღიურ შრომას. ამავე თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/43MHpfO

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“