[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ანალიტიკური დოკუმენტები

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - მანდატის და საქმიანობის კრიტიკული ანალიზი

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს მთავრობასთან არსებული სახელმწიფო ორგანოა, რომელიც შექმნილია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წარმართვის, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის. სახელმწიფო მინისტრი მთავრობის დადგენილებით  განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე, ასევე, ასრულებს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ცალკეულ დავალებებს.[1]

ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატის და საქმიანობის შეფასება იმ გამოწვევების და რეალობის ფონზე, რომელიც საქართველოში არსებობს ინტეგრაციის და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით. კონკრეტულად კი დოკუმენტში გაანალიზებულია, მინისტრის აპარატი რა მანდატით, კომპეტენციებით, მმართველობის რა ბუნებით, ინსტრუმენტებით, ინსტიტუციური მოწყობით და ფინანსური რესურსებით მუშაობს. ასევე, რამდენად არის ეს ინსტიტუტი თავის თავში ინკლუზიური და ღია, შერიგებისა და ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების და სათემო აქტივისტებისთვის.

დოკუმენტში განხილულია ის ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტები, რაც განსაზღვრავს აპარატის საქმიანობას; ასევე საქმიანობის შეფასების მიზნით  აპარატიდან გამოთხოვილია და შესწავლილია საჯარო ინფორმაცია; გარდა ამისა, ჩატარდა ინტერვიუები ამ უწყებასთან დაკავშირებულ და თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებთან და ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან. ამასთანავე, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს ცენტრალური აპარატის საქმიანობის შეფასების მიზნით, შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა, და ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის შეფასებები ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფოების პოლიტიკის განსაზღვრის, ინსტიტუციური მოწყობის და მართვის საკითხებზე.   

მანდატის_და_საქმიანობის_კრიტიკული_ანალიზი_1694087386.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] დადგენილება N116 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობა, 6 მარტი 2017, მუხლი 1.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“