[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ვიდეო / რეპორტაჟი

შარტავას მშენებლობა და მოსახლეობის ბრძოლა საცხოვრებელი გარემოსთვის

„შარტავას მშენებლობა ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე... ბიზნესი საკუთარ ინტერესებს იკმაყოფილებს მოსახლეობისა და საჯარო ინტერესების იგნორის ხარჯზე, რაშიც მას მერიაც ხელს უწყობს", - შარტავას ქუჩაზე მცხოვრები, მაია მარაკველიძე.

შარტავას ქუჩაზე, ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული მშენებლობა წელიწადნახევრის წინ განახლდა. მშენებლობა, ახალი პროექტით, უამრავი დარღვევებით მიმდინარეობს.

2020 წლის ოქტომბერში, თბილისის საკრებულომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები მოუხსნა დეველოპერს და უგულებლყო ამ ორგანოს მთავარი პასუხისმგებლობა საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების შესახებ.

ვიდეოში მოისმენთ, რა უარყოფითი გავლენები შეიძლება მოუტანოს ამ მშენებლობამ ახლო მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს და აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“