[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

საქართველოს მინერალური რესურსების ფისკალური პოლიტიკა: სიმდიდრე თუ დაკარგული შესაძლებლობები?

წინამდებარე კვლევის მიზანია, შეაფასოს საქართველოს ფისკალური პოლიტიკა მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მისი გავლენა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე და დაადგინოს, შეესაბამება თუ არა არსებული პოლიტიკა საჯარო ინტერესსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

ზოგადად, მინერალური რესურსების პოლიტიკა თავის თავში პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სეგმენტის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, ხოლო ფისკალური პოლიტიკა რესურსების ზოგადი პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.   

წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული პოლიტიკა რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს, კერძოდ, ესენია:

  • მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული სტრატეგიისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბება;
  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვა;
  • ლიცენზირების სისტემის ჩამოყალიბება;
  • დაბეგვრის და მოსაკრებლების პოლიტიკის შემუშავება;
  • მინერალური რესურსების მოპოვებით გამოწვეული ლოკალური ნეგატიური ეფექტების მენეჯმენტი;
  • სახელმწიფო კომპანიების როლი და ჩართულობა წიაღით სარგებლობაში;
  • მიღებული შემოსავლის განაწილების პოლიტიკა;
  • მიღებული/მისაღები შემოსავლის მერყეობის მენეჯმენტი;
  • წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის ხარჯვის პოლიტიკა;
  • კერძო სექტორის განვითარება;
  • საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა წიაღის მოპოვებაში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პოლიტიკა.[1]

მინერალური რესურსების ჯანსაღი და კარგად მოქმედი პოლიტიკის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულების ერთობლივად დამუშავება. თუმცა, წინამდებარე კვლევის ფარგლებში, მხოლოდ დაბეგვრის და მოსაკრებლების პოლიტიკის (ფისკალური პოლიტიკის) გაანალიზება მოხდება. ფისკალური პოლიტიკა ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს, ვინაიდან თუ წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლიდან ქვეყანას ადეკვატური და სამართლიანი წილი არ მიეწოდება, სხვა მიმართულებების ეფექტიანობა ეკონომიკის მდგრად განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.   

მინერალური_რესურსები_GEO_1774514095.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Natural Resource Charter, მე-2 გამოცემა, Natural Resource Governance Institute, ბმული.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“