[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მუზეუმიდან დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება

დღეს, 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული დინარა ვაჩნაძის საქმეზე. ქალბატონი დინარას ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

საქმე შეეხება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქალბატონი დინარა ვაჩნაძის სარჩელი და უკანონოდ ცნო მუზეუმის ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოსარჩელე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ 100-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელებული მასობრივი საკადრო წმენდის შედეგად გაათავისუფლეს.

მოპასუხე სადავოდ ხდიდა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუზეუმის არგუმენტაცია და სრულად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მოპასუხე მხარეს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“