[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ვიდეო / რეპორტაჟი

მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების პასუხი თეა წულუკიანს

თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში მასშტაბური რეორგანიზაცია დაიწყო და საბოლოოდ, საკადრო წმენდის შედეგად, უკვე 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული.

14 მარტს ცნობილი გახდა საქართველოს კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებაც. წულუკიანის უწყებამ შიდა აუდიტის დასკვნა პროკურატურაში გააგზავნა. ვიდეოში მოისმენთ მინისტრის ბრალდებებს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების მიმართ.

თეა წულუკიანის ბრალდებებს კი მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პასუხობენ და მის ბრალდებებს ტყუილს უწოდებენ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები (ISFED) გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში იცავენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“