საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გამოძიების დამოუკიდებლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უმთავრესი გამოწვევაა საქართველოში. მოქმედი კანონმდებლობა არ ქმნის საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ გამოძიება ობიექტურად, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად წარიმართოს. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რეფორმის საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ რეფორმაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეძლოს რეფორმის განხორციელება. შექმნას ღია და ინკლუზიური სამუშაო პროცესი, რათა რეფორმა არ იყოს ფორმალური ხასიათის, განხორციელდეს ჯეროვნად, ყველა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით.
ინსტრუქცია