[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ვიდეო / რეპორტაჟი

რისი თქმა სურთ გარემოვაჭრე ქალებს?

„წვიმა, თოვლი, ქარი ჩვენთვის არ არსებობს“; „შეიძლება დღეში, ხანდახან 5 ლარი გავაკეთო, შეიძლება 50 ლარი“; „მოვიდნენ და ტრაქტორები მოიყვანეს. აგყრითო, დაგვემუქრნენ“.

ეს იმ ქალების ხმებია, ვინც ყოველღიურად, დილით ქუჩაში გამოდის და მიზერული თანხით ოჯახში ბრუნდება. პანდემიამ გარემოვაჭრეების ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ამ ვიდეოს ავტორები, შეეცადნენ, რუსთავში მომუშავე გარემოვაჭრე ქალების ყოველდღიურობა მათივე მონაყოლის ფონზე, ფოტომასალით გადმოეცათ და კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, ყოველდღიურად, რის ფასად და რა პირობებში უწევთ ქალებს შრომა და ოჯახების გადარჩენა.

ვიდეო მომზადდა პროექტის „ბარიერების მოხსნა, რომელიც ხელს უშლის ქალთა თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე“ კონკურსის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის - ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ერთობლივად)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“