[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / სტატია

რატომ გვჭირდება საგამოძიებო სისტემის რეფორმა

დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიების წარმოება, დიდი ხანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში. მიკერძოება და მზარდი პოლიტიკური გავლენები პასუხისმგებელ უწყებებზე, საფუძველს აცლის საზოგადოების ნდობას გამოძიების პროცესზე.

პროცესის მიმართ ტოტალურ საზოგადოებრივ უნდობლობას, ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს. თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც, პოლიტიზირებული სისტემა და არასათანადო საკანონმდებლო გარანტიებია.

გამოძიების ობიექტურობას პირველ რიგში, ინსტიტუციური და ფუნქციური (ოპერაციული) დამოუკიდებლობა განსაზღვრავს. ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არა მხოლოდ გარეშე, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ იმისთვის, რომ დადგინდეს რომელი უწყებაა გამოძიების შედეგებზე სამართლებრივად და პოლიტიკურად პასუხისმგებელი. ფუნქციური დამოუკიდებლობა კი, პროცესის მიუკერძოებლობის, გამოძიების ობიექტურობის საფუძველია.

დამოუკიდებლობის კუთხით ძირითად პრობლემას ქმნის უფლებამოსილებების არასწორი, არაჯეროვანი გადანაწილება დევნის და გამოძიების ორგანოებს შორის, პროკურატურის ჭარბი საზედამხედველო მანდატი გამოძიებაზე.

გამოძიების შედეგებზე უწყებრივი პასუხისმგებლობისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის პრობლემა ნათლად გამოავლინა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმემ, რომლის შედეგებსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მოჰყვა ქვეყანაში. თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა,[1] პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია[2], რომელმაც შედეგად მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოავლინა.[3] შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პრეცედენტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ პირველად, გაცხადებულად დაიწყო მუშაობა საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე.[4] 

რეფორმაზე მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით დაიწყო. საწყის ეტაპებზე პროცესში აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო სექტორიც[5]. უწყება ღიად თანამშრომლობდა დაინტერესებულ მხარეებთან და  სამოქალაქო სექტორის არა ერთი წინადადება გაიზიარა. შემუშავდა რეფორმის კონცეფცია[6], რომელიც შემდგომ ვენეციის კომისიამაც შეაფასა[7]. მოგვიანებით, სამინისტროს მენეჯმენტის ცვლილების ფონზე, კი სამუშაო პროცესი მეტნაკლებად დაიხურა და სამოქალაქო სექტორიც დისტანცირდა ამ პროცესისგან. თუმცა, სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კანონპროექტი მზად არის და მიმდინარეობს ძირითადი საკითხების  შეთანხმება უწყებებთან[8].

საკითხის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის საარჩევნო პროგრამის ნაწილი გახდა.[9] რეფორმის გატარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მათ შორის მმართველმა პარტიამაც.[10]

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში 

რატომ_გვჭირდება_საგამოძიებო_სისტემის_რეფორმა_1617354675.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://netgazeti.ge/news/281802/

[2]იხ: საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის დადგენილება N3531-Iს

[3]კომისიის დასკვნა იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://info.parliament.ge/#law-drafting/16335

[4]დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministro-sagamodziebo-sistemis-reformas-itskebs/11989

[5] დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://emc.org.ge/ka/products/emc-im-sagamodziebo-sistemis-reformastan-dakavshirebit-venetsiis-komisias-mosazrebebi-gauziara

[6]იხ:CDL-REF(2019)004-e Georgia - Concept of the reform of the Criminal procedure code regarding the relationships between the prosecution and the police - stages of investigations under the Georgian Law (explanatory note) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tiaPzB ბოლოს ნანახია: 15.03.2021

[7]იხ: CDL-AD(2019)006-e Georgia - Opinion on the concept of the legislative amendments to the Criminal procedure code concerning the relationship between the prosecution and the investigators, adopted by the Venice Commission at its 118th Plenary Session (Venice, 15-16 March 2019), ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3bOspFj ბოლოს ნანახია: 15.03.2021

[8] აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მათ შორის 5 მარტს, ,,მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე: https://bit.ly/3qONO5E

[9] ,,მართლმსაჯულების საკითხები პარტიების  წინასაარჩევნო პროგრამებში,“ ,,ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qOrXLy ბოლოს ნანახია: 15.03.2021 

[10]იხ: ქართული ოცნების სამთავრობო პროგრამა 2021 -2024 ,,ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის,“ ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lh3c9C ბოლოს ნანახია: 15.03.2021

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“