საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მოცემული საინფორმაციო ბროშურა ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გამოვლენილ პრობლემურ საპოლიციო პრაქტიკას ეხმაურება და მიმართულია ძირითადი უფლებებისა და დაცვის გარანტიების შესახებ პირთა ინფორმირებულობის გაზრდისაკენ. ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციული დაკავებისას, ნარკოლოგიური შემოწმებისას, პოლიციის მიერ პრევენციული უფლებამოსილებით სარგებლობისას, მოწმედ დაბარებისას, ქმედებების ადრესატისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე, რომელთა ცოდნაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც შესაბამისი ორგანოს თანამშრომელი არ ასრულებს კანონისმიერ ვალდებულებას და ქმედების ობიექტს უფლებებსა და განსახორციელებელი ღონისძიების საფუძველს არ განუმარტავს.
გაეცანით ბროშურას⇓
ინსტრუქცია