საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ნარკოპოლიტიკის სფეროში, ბოლო წლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ლიბერალური მიდგომების დანერგვისკენ მიმართული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. ცვლილებები შეეხო, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების რეგულირებას. თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოების აღქმები ნარკოტიკულ დანაშაულებსა თუ სამართალდარღვევებთან მიმართებით, ხშირად არ ემთხვევა მოქმედ კანონმდებლობას. ამ ბროშურის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ შეზღუდვებსა და სასჯელებზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული ბროშურა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე იხ. მიმაგრებულ ფაილში.
საინფორმაციო ბროშურა მომზადებულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ, პროექტი - „ჰუმანური ნარკოპოლიტიკის და სამართალდამცავი სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდების მიერ.
ინსტრუქცია