[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ვიდეო / ანალიტიკა

რა პრობლემებია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში?

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანებს სისტემური უფლებადარღვევებისა და უგულებელყოფის პირობებში უწევთ ცხოვრება.

გასულ წელს, ერთ-ერთ ამგვარ ინსტიტუციაში 25 პაციენტი დაიღუპა.

2021 წლის ივლისში ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილება გაუქმდა. მოცემული ფაქტი COVID-19-ის პანდემიის, ქვეყანაში ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის არარსებობისა და ამ სფეროში სახელმწიფოს უმოქმედობის პირობებში, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უნდა შეფასდეს.

ვიდეოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები საუბრობენ სფეროში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყანაში ფსიქიატრიული საწოლფონდის მკვეთრი დეფიციტი, ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზაციის უარყოფითი შედეგები და მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნისა და შენარჩუნების მნიშვნელობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“