[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ინფოგრაფიკა

რა განსხვავებაა ქართულ და ფრანგულ კანონპროექტებს შორის

#რუსულკანონზე საუბრისას ქართული ოცნების ლიდერები ხშირად ახსენებენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, მოქმედ/ინიცირებულ კანონებს. პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი, რითაც ფრანგული კანონპროექტი ქართულისგან განსხვავდება ისაა, რომ ფრანგული უფრო მკაცრია.
ფრანგული კანონპროექტი შინაარსობრივად უფრო ფართოა, რადგან ის უცხოეთიდან მომდინარე დესტაბილიზაციის საფრთხეებთან გამკლავებას ისახავს მიზნად (ანგარიში, რომელსაც კანონპროექტი დაეყრდნო, განსაკუთრებულ ყურადღებას რუსეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან მომდინარე ინტერესებსა და საფრთხეებზე ამახვილებს). აღნიშნილისგან განსხვავებით, ქართული ოცნების ინიციატივა არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას კანონის მიღების საჭიროების შესახებ.
ფრანგული და ქართული კანონპროექტები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც მოქმედების სფეროს, ისე ინიცირების მიზნით. სწორედ ამიტომ განაცხადა საფრანგეთის ელჩმა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის.
ინფოგრაფიკაზე მოკლედ არის შეჯამებული ის ფუნდამენტური ნიშნები, რომლითაც ეს კანონპროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“