[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / კვლევა

პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოება: საზოგადოების დამოკიდებულება და აღქმები

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  59

გამოცემის წელი:  2022

მკვლევრები: 

პირადი_და_სახელმწიფო_უსაფრთხოება_GEO_1681113630.pdf

პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პარტნიორებთან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და CRRC-საქართველოსთან ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ. გამოკითხვა 2022 წლის 27 მაისიდან 3 ივლისამდე პერიოდს მოიცავდა და მის ფარგლებში 2 544 ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის შედეგები წარმომადგენლობითია და, ცდომილების ფარგლებში, მათი განზოგადება შესაძლებელია საქართველოს სრულწლოვან მოსახლეობაზე, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული არეალების მოსახლეობაზე.

პროექტის მთავარი მიზანი უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგის გაუმჯობესება და უსაფრთხოების სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებაა, რომელიც ანალიზის, ადვოკატირებისა და ცნობიერების გაზრდის პროგრამების გზით უნდა განხორციელდეს. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ნაწილია მოსახლეობაში არსებული დამოკიდებულებებისა და აღქმების კვლევა იმის გასაგებად, თუ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა უსაფრთხოების სახელმწიფო სისტემის შესახებ, რამდენად დაცულად გრძნობს თავს და რა წარმოდგენა აქვს საზოგადოების სხვა ჯგუფების დაცულობის თაობაზე.

წინამდებარე ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს კვლევის მეთოდოლოგიას და აჯამებს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს შემდეგი საკითხების მიხედვით: საქართველოს მოსახლეობის ზოგადი მოსაზრება ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის მიმართ და დაცულობის აღქმა, მოსახლეობის ინფორმირებულობა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ, დამოკიდებულება უსაფრთხოების სისტემის ძირითადი შემადგენელი ინსტიტუტების მიმართ, შეხედულებები უსაფრთხოების სექტორსა და მარგინალურ ჯგუფებზე და წარმოდგენები სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რეგიონთან გამყოფი ხაზის მაცხოვრებლების მდგომარეობაზე.

პირადი_და_სახელმწიფო_უსაფრთხოება_GEO_1681113630.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“