საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხმაური, გადატვირთულობა, სერვისებსა და ინფრასტრუქტურასთან შეზღუდული წვდომა - ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ორხევის სოციალურ საცხოვრისში მაცხოვრებლები ყოველდღიურად აწყდებიან. საცხოვრისი განსაკუთრებით არაადეკვატურია შშმ პირებისა და ბავშვებისთვის.
250-მდე უსახლკარო ადამიანი ფორმალურად ჭერით არის დაკმაყოფილებული, თუმცა სოციალურ საცხოვრისში შექმნილი არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების გამო, ისინი უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.
ორხევის სოციალური საცხოვრისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა თბილისის მერიის მიერ უსახლკაროთა საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი მაგალითია.
თბილისის მერიას არ მიუღია ღონისძიებები სოციალურ საცხოვრისში მაცხოვრებლების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მეტიც, მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა და ოფიციალური მიმართვისა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ შეხვდნენ მათ არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განსახილველად.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ არ აქვს უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკა და საბინაო ფონდი, რაც ადამიანებს ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის დოკუმენტი - “სად არის პრობლემები საცხოვრისის პოლიტიკაში”, https://bit.ly/3mp0fF2;
ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) კვლევა - “ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში - მიზეზები, საჭიროებები, https://bit.ly/302Hekt.
ინსტრუქცია