[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ვიდეო

ომი და მშვიდობა - დევნილების პერსპექტივა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები გვიზიარებენ მათ პერსპექტივებს ომისა და მშვიდობის, წარსულისა და მომავლის შესახებ.

სამშვიდობო პოლიტიკაზე მსჯელობის დროს ხშირად სრულად არის გამქრალი დევნილთა თემა და მათი მეხსიერება, გამოცდილება და ხედვები მომავალზე. მეინსტრიმულ პოლიტიკაში დევნილები უფრო მეტად დანახულნი არიან როგორც სოციალური სიკეთეების პასიური მიმღებები, ვიდრე მოქალაქეები, რომლებსაც პოლიტიკური აგენტობა აქვთ და მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიდგომა შეიცვალოს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებზე დევნილების ხმა უფრო მეტად ისმოდეს. ცხადია, რომ ამის მიღწევა რთულია მაშინ, როცა დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ საცხოვრებლის გარეშე რჩება და ყოველდღიურ უსაფრთხოებას მოკლებულია, მათი პოლიტიკური რეპრეზენტაცია კი დაბალია და სუსტი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“