[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / თარგმანი

ნენსი ფრეიზერი - ზრუნვის კრიზისი? თანამედროვე კაპიტალიზმის სოციალურ-კვლავწარმოებითი წინააღმდეგობები

EMC გთავაზობთ თარგმანს კრებულიდან -"სოციალური კვლავწარმოება, ქალთა შრომა და შინშრომა".

თარგმანი: მარიამ ქაჯაია

„ზრუნვის კრიზისი“ მიმდინარე საჯარო დისკუსიის მთავარი საკითხია. მას ხშირად „დროით სიღარიბესთან“, „ოჯახი-სამსახურის ბალანსთან“ და „სოციალურ გამოფიტვასთან“ აკავშირებენ და სხვადასხვა კუთხიდან მომდინარე წნეხებს მიემართება, რომლებიც ამჟამად უმთავრესი სოციალური უნარების ამოწურვას იწვევენ, ბავშვების გაჩენასა და აღზრდას, ოჯახის და უფრო ფართო თემების შენახვასა და ზოგადად, კავშირების შენარჩუნებას რომ სჭირდება.

ისტორიულად, „სოციალური კვლავწარმოება“ ქალების საქმედ მიიჩნეოდა, თუმცა ზოგიერთ მათგანს კაცებიც ასრულებდნენ. რადგანაც იგი აფექტურ შრომასაც აერთიანებს და მატერიალურსაც, და ხშირად ანაზღაურების გარეშე სრულდება, ის საზოგადოებისთვის შეუცვლელია. მის გარეშე ვერ გვექნებოდა კულტურა, ეკონომიკა, პოლიტიკური მოწყობა.

საზოგადოება, რომელიც სოციალურ კვლავწარმოებას ძირს უთხრის, დიდხანს ვერ იარსებებს, თუმცა, დღეს, ახალი ფორმის კაპიტალისტური საზოგადოება სწორედ ამას აკეთებს. შედეგი დიდი კრიზისია, არა უბრალოდ ზრუნვის, არამედ სოციალური კვლავწარმოების, ფართო გაგებით.

ნენსი_ფრეიზერი_1615180145.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“