საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
04
05
06
08
010
DSC_1991
DSC_2102
DSC_2130
DSC_2137
DSC_2326
DSC_2399
P1010974
P1010981
P1010991
რთულია ისაუბრო დეტალებზე, ნიუანსებზე, რომელიმე რეალობის რეალობაზე. ბოლოს ყველაფერი მაინც აღქმამდე დადის. ჩვენ ჩვენი ინდივიდუალურობის ტუსაღები ვართ. მოქცეულები სოციალურ გეტოებში, განპირობებულნი იმ გარემოთი თუ საზოგადოებრივი სტრატით, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ პირობებში, სულ უფრო რთულდება „სხვისი“ როგორც თავისთავად და დამოუკიდებლად არსებული მოცემულობის გაგება.
ხულოში ჩვენი ჩასვლის მიზანს წარმოადგენდა, ყოველგვარი სტერეოტიპების, წინასწარი განწყობებისა თუ მოლოდინების გარეშე, ტრანსპარენტულად დაგვენახა მუსლიმი ქალი, მისი ისტორია და ყოველდღიური ყოფა. პირადი ისტორიები ყოველთვის განსხვავების მანიფესტაციაა, მაშინ როდესაც ჭორები და მითები ტოტალობისკენ მიისწრაფვის. მოტივი სწორედ ამ ტოტალურობის გარღვევა იყო. მიშელ დე სერტუა მიიჩნევს, რომ ყოველდღიურობა ერთგვარი ანტი-მუზეუმია, სადაც მოქმედებები, პრაქტიკები, არტიკულაციები არ არის სორტირებული რაიმე ტრანსცენდენტული ლოგიკური პრინციპით, არამედ ლოკალური და ავტონომიურია. მუსლიმი ქალი, როგორც ავტონომიური ერთეული, რომელსაც იგივე წილი თავისუფლება აქვს მინიჭებული, რამდენიც ნებისმიერი სხვა იდენტობის მქონე ქალს - ეს არის ის დასკვნა, რომელამდეც პროექტის ფარგლებში საბოლოოდ მივედით. მოდერნულობისა და ტრადიციული საზოგადოების პერსპექტივებში მოქცეულები, ისინი ჩამოყალიბდნენ კულტურულად ჰიბრიდებად, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ საკუთარ არჩევანს, თუ შეიძლება ამას საერთოდ არჩევანი ვუწოდოთ.
(მალე, EMC ამავე თემაზე მომზადებულ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ)
ფოტო: სოფო აფციაური, ლიკა ჯალაღანია
ინსტრუქცია