[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ვიდეო / რეპორტაჟი

მშენებლობაზე ყველაზე მეტი მშრომელი იღუპება

28 აპრილი - სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეა.

ნინო მჭედლიძე 2019 წელს, მშენებლობისას დაღუპული 31 წლის ვეფხია ხუჭუას ცოლია. ვეფხია მე-11 სართულიდან, სამუშაო კალათის გაწყვეტის შედეგად, კიდევ ორ სხვა მუშასთან ერთად, შემთხვევიდან მეშვიდე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ოჯახს არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

დღეს ნინო კომპანიასთან სამართლებრივ ბრძოლაშია და მას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმარება. ითხოვს კომპენსაციას საკუთარი ქმრის დაღუპვის გამო და ამბობს, რომ ამ ბრძოლით სურს, სხვა ადამინებსაც მისცეს მაგალითი: „გარდაცვლილებსაც სჭირდებათ სამართალი“.

2011-2021 წლის მონაცემებით, საქართველოში სამუშაო ადგილზე დაშავდა 1767 და დაიღუპა - 514 ადამიანი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“