[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გარდაცვლილი მუშის ოჯახმა კომპენსაცია მიიღო

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში წარმოებული კიდევ ერთი დავა დასრულდა წარმატებით. 3 წლის წინ, ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა სამშენებლო კომპანიისგან კომპენსაცია მიიღო.

2022 წლის 23 მაისს გაფორმდა მორიგების აქტი სამშენებლო კომპანია - შპს „ემ.ჯი. ალიანსს“, შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია - შპს „ეიჩ ეს ი სერვის გრუპს“ და მშენებლობაზე გარდაცვლილი მღებავის ოჯახს შორის, რომლის ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენდა. მორიგების ფარგლებში, მოპასუხე კომპანიებმა მოსარჩელეებისთვის ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 40 000 ლარის, გარდაცვლილის შვილისთვის 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა და გარდაცვლილის მეუღლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსის გავლის დაფინანსება იკისრეს.

2019 წლის მარტში შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ სამშენებლო ობიექტის მე-11 სართულის სიმაღლეზე მომუშავე მღებავი - 31 წლის ვეფხვია ხუჭუა, ორ მუშასთან ერთად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო (სამუშაო კალათის გაწყვეტის შედეგად), სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახმა (მეუღლე, დედა და არასრუწლოვანი შვილი) შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ და შპს „ეიჩ ეს ი სერვის გრუპისგან“ სოლიდარულად მოითხოვა მორალური ზიანისა და სარჩოს ანაზღაურება.

საქართველოში, სამშენებლო სექტორში ყველაზე მეტი მშრომელი იღუპება. 2011-2021 წლების საერთო მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილზე დაშავდა 1767 და დაიღუპა 514 ადამიანი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“