[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ვიდეო / ანალიტიკა

მამა კირილე ჰოვორუნის ლექცია - პოლიტიკური თეოლოგია

  • მამა კირილე ჰოვორუნის ლექცია - პოლიტიკური თეოლოგია
  • ​რა არის პოლიტიკური თეოლოგია?
  • როგორ ვითარდება პოლიტიკურ/საზოგადოებრივი თეოლოგია გლობალურ ქრისტიანობაში?
  • რატომ „არ ერთვება“ ამ დისციპლინის შესწავლაში მართლმადიდებელი ეკლესია?

ამ საკითხებზე საუბრობოს მამა კირილე ჰოვორუნი, რომელიც არის თეოლოგიის პროფესორი და პუბლიცისტი, არქიმანდრიტი.

"რუსეთის პატრიარქი კირილი პოლიტიკური თეოლოგიის ერთ-ერთი მამაა. ის ყოველთვის კონტრპროდუქტიული არ ყოფილა. მას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და პროგრესული იდეები, მაგრამ საბოლოოდ, პოლიტიკური თეოლოგი, პროგრესული ტიპის მოღვაწე, ომისა და ომის პოლიტიკური თეოლოგიის მქადაგებლად გადაიქცა".

"არსებობს თეოლოგებისა და ეკლესიის მოღვაწეების კიდევ უფრო რადიკალური ჯგუფი, რომლებიც ომის თეოლოგიის მომხრეები და რადიკალური მიმდევრები არიან. მე ამას ვუწოდებ Z-თეოლოგიას, ან Z-მართლმადიდებლობას. არის რადიკალური ჯგუფი, რომელსაც ტურბო Z-მართლმადიდებელ თეოლოგებად მივიჩნევ".

"ისინი, როგორც წესი, არ არიან ძალიან განათლებულები, არც ძალიან ჭკვიანები, მაგრამ სპეციფიკური რიტორიკული უნარებითა და „ძლიერი ხმით“ გამოირჩევიან. ისინი ძალიან აქტიურად იცავენ ომს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით".

"ისმის კითხვა: რა ვუშველოთ ამ ყველაფერს? მეჩვენება, რომ ამ სინჯარაში საჭიროა ხელოვნური წნევით შევიყვანოთ სუფთა ჰაერი. ესაა სუფთა ჰაერი, რომელიც შესაძლებელს ხდის თავისუფლად ისუნთქოთ და არ დაემორჩილოთ ომისა და ძალადობის ძალიან საშიშ იდეებს. ამ ჰაერის სინჯარაში შესატანად, ჩემი აზრით, აუცილებელია ნორმალური, სრულფასოვანი მართლმადიდებლური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ღვთისმეტყველების განვითარება.“

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“