საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თემირლანის მამა, ვახა მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს იხსენებს. იმ ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის სახლში სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცდანიშნულების სამსახურის წევრმა, საკუთარ ოთახში მწოლიარე 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა და შუბლის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. რამდენიმე ხანში, თემირლანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალს ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებდა და საჯარო განცხადებებში დამნაშავედ ყოველგვარი დათქმის გარეშე აცხადებდა.
ინსტრუქცია