[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

მწვანე პოლიტიკა / ფოტო

"ხმა რიონის ხეობიდან" - ფოტოპროექტი

EMC გთავაზობთ ფოტოპროექტს - "ხმა რიონის ხეობიდან", რომლითაც გაგაცნობთ ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, რიონის ხეობის მაცხოვრებლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, დაუღალავად იბრძვიან საკუთარი ხეობის გადასარჩენად.1

  • კახა ასათიანი

"ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ აქეთ, სოფელში დიდი დრო მაქვს გატარებული. ახლა დედაჩემიც უკვე აქეთ გადმოვიდა. ამ ჰესზე მოსახლეობა გაყოფილია - ზოგს უნდა, რომ დათმოს თავისი ადგილი კომპენსაციის სანაცვლოდ, მაგრამ მომავალს არ უფიქრდება. ალბათ, გაჭირვებამ მიიყვანა ეს ხალხი აქამდე".

"არადა, მარტო ესე ხომ არ არის, რომ ადგე და წახვიდე. დიდ ზიანს მიაყენებს ჰესი აქაურობას. ჯერ მარტო ტვიშის მიკროზონა შეიცვლება აქ, განადგურდება, და ვაზის უნიკალური ჯიში აღარ გვექნება. არ არსებობს შესაბამისი წინასწარი დასკვნები, რაც აუცილებელია. ამათ ჯერ მშენებლობა დაიწყეს და შემდეგ გზაში უნდა დააწიონ ეს დასკვნები. ვთქვათ, მერე გავიგეთ, რომ, თურმე, არ შეიძლებოდა ამ მშენებლობის დაწყება. მანამდე რომ აქაურობას ააოხრებენ, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა? ახლა უბრალოდ დროს იგებენ. რაც აწყობთ, იმას აკეთებენ".

"შარშან ბებია გარდაიცვალა, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტზე ნერვიულობას შეეწირა. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისას იყო. 2012-ში ვიფიქრეთ, რომ გვეშველებოდა რაღაც - პირდაპირ ამბობდნენ, დიდი ჰესები არ აშენდებოდაო - მაგრამ, როგორც ხედავთ, იგივე გააგრძელეს".

  • მარიტა მუსელიანი

"ტვიშში ოჯახური მეურნეობა გვაქ, რომელსაც მეუღლესთან და შვილთან ერთად ვუძღვები. გვინდა, რომ დარჩენილი ცხოვრება ამ მეურნეობას მივუძღვნათ. ტვიშის და კიდე ოცდარვა სოფლის მღვდელია ჩემი მეუღლე. სოფელში მის მსახურებასთან დაკავშირებით დავსახლდით".

"ჰესი მეურნეობასთანაც შეუთავსებელია და ზოგადად, ამ კუთხისთვის წარმოუდგენელი ამბავია. რასაც ხედავთ ახლა, გარშემო, წყალში ჩაიყრება. ჰესი რომ უნდოდეს ჯანსაღი აზროვნების ადამიანს, შეუძლებელი ამბავია. ამხელა ინფრასტრუქტურული ცვლილება, ბუნების მოსპობა, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე რომ არაფერი ვთქვა - ეს წარმოუდგენელი ამბავია. უსამართლობის განცდა რომ არის სახელმწიფოში, მერე რაღაცნაირად ეს ადამიანების აზრებზეც აისახება. უიმედობის განცდის გამო ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას როგორც უნდა, მაინც ისე გააკეთებსო. ეს მომენტია გადამწყვეტი. თვლიან, რომ პატარა წინააღმდეგობები ამ საქმეში ჩაიკარგება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პატარა წინააღმდეგობები გავაერთიანოთ და რაღაც გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ".

  • ლეილა ნაკვეხელიანი

"18 წელია ამ მაღაზიაში ვმუშაობ. სახლიც აქვე მაქვს, გვერდით. ხან აქეთ ვრჩები, ხან - გუმათჰესი რო არის ქვევით, იქაც მაქვს სახლი, ერთ კილომეტრში. რომ გამოაღებთ კარადის კარებს, ყველაფერი დანესტილია. ჰესი თუ აშენდა, კლიმატიც შეიცვლება, ხალხიც დაავადდება აქ და ყველაფერი უბედურება იქნება".

"უნდათ ახლა შემოვიდნენ ტვიშში და გვპირდებიან, რომ თაფლს გაგაყიდინებთ, გზას გავაკეთებთ, ქარხანას გავაკეთებთო... ამით უნდათ ახლა, რომ ხალხი დაითანხმონ. ხო ხედავთ, დღეს, აგერ, რა ამბავი იყო? ორხში ყოფილან, მოსახლეობას ეუბნებოდნენ, თაფლს ვიყიდით თქვენგანო. ასე უნდოდათ ხალხის მოტყუება".

"ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ჰესის წინააღმდეგ, მარა მაინც არ გვეშვებიან".

  • მერაბ ნემსიწვერიძე

"მე და ჩემი შვილი ქალაქში ვცხოვრობდით, ქუთაისში, მაგრამ მოვბრუნდით სოფელში, დამიდგა გვერდში და დავუდექი გვერდში და ერთადერთი შემოსავალი ჩვენი ოჯახის არი ყურძენი და ვენახი. ვარსებობთ ამითი და ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. აი, ეს ჩვენი ვაზია. გვინდა, კიდევ მრავალი ვენახის დარგვა, გამრავლება და ყველაფერი რომ კარგად იქნება, ჩვენც კარგად ვიქნებით და სხვაც. მაგრამ აქ ერთი ძირითადი პრობლემა გვაქვს, რომ შენდება ნამოხვანჰესი, რომელიც დაგვაზიანებს ძალიან".

"რაღაცა საშველი დაგვაყენონ, თორემ აქ ცხოვრება აღარ შეიძლება. იქნება ასეთი ნისლები, იქნება ტენიანობა, იქნება ზამთარი ცივი, ქარი და მიკროკლიმატიც, რომლითაც ჩვენი სოფელია განთქმული და საუკეთესო ღვინო მოდის მთელ საქართველოში, ეს ყველაფერი დაიკარგება. გადაღმა, ცაგერის რაიონიც დაზარალდება. ხვანჭკარა რომ არის, იმასაც დააზიანებს. რას გვიპირებენ მერე, ნეტა ვიცოდე... ეს ყველაფერი თუ დაიკარგა, მერე რაღა არის ჩვენი ოცნება, ფიქრი და რაზე უნდა ვიმუშაოთ და რა უნდა გავაკეთოთ. ვთხოვთ ჩვენს მთავრობას, რომ შეწყვიტოს ამ ურჩხულის აშენება.

"მერე მეორე კიდე - მართლა რომ გაყუჩებულა ის ქუთაისი, გურია და სამეგრელო, ამოიღონ ხმა, თორემ რომ რამე მოხდეს, ამბის მთქმელი კი არა, ნათესავი არ დარჩებათ, რა მოხდა, ამბავი რომ მიუტანონ".

  • ბექა ლაჭყებიანი

"მე მევენახე-მეღვინე ვარ ტვიშიდან. მთელი ჩემი შესაძლებლობა ამ საქმეში მაქვს ჩადებული. ოჯახის ტრადიციებზე დაფუძნებულ ღვინოს ვქმნით და მეურნეობას ვავითარებთ. ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ამ ჰესის ამშენებლები დიდ შეცდომას უშვებენ. უკვე ორმოცდაათ დღეზე მეტია, რაც რიონის ხეობის მაცხოვრებლები ამ ადგილას ვდგავართ. აკვიატებული აზრი კი არ გვაქვს რამე, უბრალოდ ამ ხეობის ფიზიკურად დატოვება არ გვინდა, რაც ასე უეჭველად მოგვიწევს. ამას არასდროს არ შევეგუებით. ამ მშენებლობას არასდროს დავეთანხმებით.

"საერთოდ, ეს საკითხი ზოგადად საქართველოს პრობლემაა. ჩვენი არშემდგარი მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც კოლხეთის დაბლობსაც საფრთხეს უქმნის. აქ იმიტომ კი არ ვდგავართ ამ ყინვაში და წვიმაში, რომ სახლიდან გამოგდებულები ვართ ან სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს... არა... ყველას ყველაფერი გვაქ ჩვენ-ჩვენი სამყოფი და დაგვანებონ თავი, ეგ გვინდა რა.

"ადგნენ, პასუხისმგებლობა აიღონ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ამ საკითხთან დაკავშირებით. გული გვინდა რო საგულეში გვქონდეს და მამა-პაპის მიწაზე უარის თქმა რო არ მოგვიწიოს. სიცოცხლის იქით რისი მიცემის შესაძლებლობაც არა გაქვთ, ის გინდათ რო წაართვათ ხალხს? მასე არაა და არ შევეგუებით. ჩვენ არა ვართ აქ ოცი კაცი, ასი კაცი და თუნდაც ათიათასი კაცი. ჩვენ ვართ მთელი საქართველო. აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს და სიმართლე ჩვენ მხარეზეა".

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“