[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

ხარვეზები საბჭოთა დროინდელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

საქართველოში დღემდე მოქმედებს 1984 წელს მიღებული, საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ვერ პასუხობს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს და ყოველდღიურად უხეშად ლახავს ასობით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ბოლო თვეებში, უწყვეტი პროტესტის საპასუხოდ, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით კიდევ უფრო გაამკაცრა კანონმდებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის რეფორმა 2019 წლიდან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახელდებოდა, 2025 წლის გეგმაში ეს საკითხი საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული. ამით „ქართულმა ოცნებამ“ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების და პროტესტის ჩახშობის მიზნით პირდაპირ გადაუხვია მის მიერვე წლების განმავლობაში გამოხატულ პოზიციას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა შეფასება, რომელიც აჯამებს კოდექსის სისტემურ ხარვეზებსა და მის წინააღმდეგობებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან - https://cutt.ly/iru4eXKE

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“