დღემდე პრობლემაა, რომ კანონმდებლობა გარკვეულ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი მოსამართლეებისთვის საქმეებით დატვირთულობის ბევრად დაბალ მაჩვენებლებს ადგენს, რაც მოსამართლეთა შორის უთანასწორო გარემოს ქმნის.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევითად ასაჯაროებს ინფორმაციას მოსამართლეების დატვირთულობის შესახებ. მაგალითად, ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელმა მოსამართლემ რამდენი საქმე განიხილა ბოლო ორი წლის განმავლობაში. საბჭომ არ გაასაჯაროა იმ მოსამართლეების დატვირთულობის მაჩვენებლები, რომლებიც სასამართლოებში მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს.
მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. აქ წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას."