[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ადასტურებს, რომ ნამახვანის ხელშეკრულებით მთავრობამ დათმო სახელმწიფოებრივი ინტერესები

ფოტო: მთის ამბები

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, ნამახვანი ჰესის პროექტზე, რომელიც 25 მაისს, „მთის ამბებმა“ გაასაჯაროვა და რომელიც ამ დრომდე უკანონოდ იყო დახურული საზოგადოებისთვის, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან. დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დასკვნის თანახმად „აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული [კომპანიის] უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.“

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც 22 კრიტიკული შენიშვნისგან შედგება, ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტში. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულება შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებს სახელმწიფოსთვის. დასკვნა სწორედ იმ საკითხების პრობლემურობას უსვამს ხაზს, რაც ხელშეკრულების გასაჯაროებისთანავე ჩვენი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა და რაც აჩვენებს ხელშეკრულებით სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ინტერესების უკიდურეს დაუბალანსებელობას.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებული პროტესტის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. აშკარაა, რომ ამ მანიპულაციური ქმედებებით მთავრობა ცდილობს შექმნას მცდარი შთაბეჭდილება საკითხის შესწავლის და საზოგადოებრივი წუხილების რეაგირების შესახებ, მაშინ, როდესაც მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული პოზიციები, რაც მთავრობის მიერ გაზიარებული არ ყოფილა. მეტიც, სამინიტროს მიერ მითითებული რისკები მთავრობამ არ დააზღვია და სამართლებრივი რისკების შემცველი ხელშეკრულება გააფორმა.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც, როგორც ირკვევა, ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, 2019 წლის მარტში მომზადდა და მას მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აწერს ხელს, ამ დრომდე სამინისტროს მხრიდან სრულიად უკანონოდ იყო დახურული. იუსტიციის სამინისტროს ამგვარი ხელშეკრულების ხელმოწერამდე ევალება შეაფასოს ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები და მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო გახადოს ის, რამდენადაც საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს დასკვნის შინაარსი. სამინისტრო მთელი ეს დრო არათუ არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ გამჭვირვალობის მოთხოვნას, არამედ მისი დასკვნის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, განზრახ უარს ამბობდა მის გამოქვეყნებზე და ასევე დუმდა თავისი პოზიციის შესახებ.

დღეს, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საზოგადოებისთვისთვის გაცხადების შემდეგ, სამინისტრო პასუხისმგებელია, ოფიციალურადაც გაასაჯაროოს მისი დასკვნა და პოზიცია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებთან და იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელმაც გამორიცხა მათი შენიშვნების ხელშეკრულების შინაარსში ასახვა და შესაძლებელი გახადა ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი სამართლებრივი რისკებით.ნიშანდობლივია, რომ სამინისტროს კონკრეტული შენიშვნების ნაწილი არსებითად ემთხვევა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიგნებებს:

ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულების შეფასებაში, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მსგავსად, უარყოფითად იყო დანახული, ის, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების ნაწილზე სახელმწიფოს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს კონტროლი, რის მიუხედავადაც მთავრობას მაინც ეკისრება მძიმე ფინანსური პასუხისმგებლობა და ვალდებულია, კომპანიას ზიანი აუნაზღაუროს.

ჩვენი შეფასების ანალოგიურად, იუსტიციის სამინისტრო კრიტიკულია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების იმ უთანასწორო ჩანაწერის მიმართაც, რომელიც პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ვალდებულებების შესრულებისგან სრულად ათავისუფლებს, ხოლო საქართველოს მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების ვალდებულებებს სრულად ძალაში ტოვებს.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში გაკრიტიკებულია ხელშეკრულების ის დებულებები, რომლებიც მთავრობას ზიანის ანაზღაურებას ავალდებულებს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ პროექტის სხვა მონაწილეების, მათ შორის, კონტრაქტორების მიმართაც. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ პროექტის მონაწილე ხელშეკრულების მიხედვით არის კომპანიაც (აფილირებულ პირებთან ერთად), დამფინანსებლებიც და კომპანიის კონტრაქტორებიც, რაც მთავრობის პასუხისმგებლობის ფარგლებს არაგონივრულად აფართოებს. იუსტიციის სამინისტროს მსგავსად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც, განსაკუთრებით პრობლემურად შეაფასა ამ განმარტებაში კონტრაქტორების შემოყვანა: კომპანიამ შეიძლება პროექტის განხორციელების პროცესში არა ერთი კონტრაქტორი დაიქირაოს და ამ ჩანაწერის საფუძველზე, სახელმწიფოს ყველა მათგანის კომპენსირება მოუწევს.

იუსტიციის სამინისტრო ასევე უთითებს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების გადახედვის საჭიროებაზე. ჩვენი შეფასებით, მთავრობის ცალმხრივი და განუსაზღვრელი ფინანასური ვალდებულებები ხელშეკრულების შეწყვეტის წესს უკავშირდება და სახელმწიფოს განსაკუთრებულად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი კრიტიკულად აფასებს იმას, რომ ხელშეკრულების მიხედვით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები პროექტის ირგვლივ და იმისდა მიუხედავად, ხელშეკრულებას დაარღვევს მთავრობა თუ კომპანია, ფინანსური პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება. მთავრობის ფინანსური პასუხისმგებლობის გარდაუვალობა და ამ პასუხისმგებლობის უკიდურესად ფართო ფარგლები იყო ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულება ჩვენ მიერ პოტენციურად მნიშვნელოვანი ფისკალური რისკების შემცველად შეფასდა. სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროც ამიტომ მიუთითებს თავის დასკვნაში, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის წესის გადახედვისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც ამ დრომდე დახურულია საზოგადოებისათვის და საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ეჭი, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ფისკალურ რისკებზე, საერთოდ არ არსებობს.

იუსტიციის სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს მთავრობის სამართლებრივი დაცვის საშუალებების შეზღუდვასაც; კერძოდ, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობას და უარყოფითად აფასებს იმას, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რეგულირების საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულება არ უშვებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებაში, აღნიშნულ შეზღუდვასთან ერთად, კრიტიკის საგანი გახდა ისიც, რომ ეს შეზღუდვა მიემართება მხოლოდ მთავრობას, ხოლო კომპანიას უფლება აქვს, მოითხოვოს ყველანაირი ზიანის ანაზღაურება.

ჩვენი შეფასებით, ხელშეკრულებაში არსებული სწორედ ამ უსამართლო და დაუბალანსებელი პირობების ერთობლიობა განაპირობებს ხელშეკრულების მხარეთა უკიდურეს უთანასწორობას და საჯარო ინტერესების დათმობას კერძო ინტერესის სასარგებლოდ. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა შეიცავს სხვა არა ერთ კრიტიკულ შენიშვნას ხელშეკრულების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში გამოთქმული შენიშვნები ხელშეკრულების საბოლოო რედაქციაში ასახული არ არის, დასკვნის კრიტიკული შინაარსის გამჟღავნების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები მიმართავენ ყველა გზას, რათა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დაარწმუნონ, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები გათვალისწინებული იყო.

სინამდვილეში, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის:

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გამჟღავნების შემდეგ მედიაში გავრცელდა „შეთანხმების ფურცელი“, რომელშიც, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობაა ასახული. ამ დოკუმენტშიც, არა ერთ შენიშვნაზე მითითებულია, რომ გათვალისწინებული არ იქნა, მაგალითად, იმიტომ, რომ „ინვესტორი არ ეთანხმება შენიშვნის შინაარსს“. თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებოა ის პუნქტები, რომლებიც ამ დოკუმენტის მიხედვით „გათვალისწინებულია“. იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების დიდი ნაწილი, ფორმულირებულია იმგვარად, რომ სამინისტრო ხელშეკრულების პრობლემური მუხლების გადახედვას მოითხოვს, შესაბამისი დასაბუთებით; შესაბამისად, ყველა იმ შენიშვნაზე, რომელშიც იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების ესა თუ ის მუხლი პრობლემურად მიაჩნია და ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს, შეთანხმების ფურცელი, მიუთითებს, რომ შენიშვნა გათვალისწინებული იქნა, რადგან „საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საქართველოს მთავრობას“ - გათვალისწინებაში მხოლოდ მთავრობისთვის წარდგენა და, შესაბამისად, გადახედვა/“დამატებით შეფასება“ იგულისხმება, თუმცა გადახედვის შემდგომ, რატომ არ იქნა ასახული შესაბამისი შენიშვნა ხელშეკრულებაში - დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, ეს დოკუმენტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების უდიდესი ნაწილი ხელშეკრულების პროექტში გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გავრცელდა კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს დასკვნა გასაიდუმლოებული არ ყოფილა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზაცია საჯარო უწყებებისგან ამ დასკვნის მოპოვებას უკვე დიდი ხანია ცდილობს; საჯარო მოწოდებების პარალელურად, ოფიციალურად მივმართავდით შესაბამის საჯარო უწყებებს, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროებს და მთავრობის ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გასაჯაროების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოსაც მიმართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის რამდენიმე პუნქტში მითითებულია, რომ საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ „შეთანხმების ფურცელშიც“ იუსტიციის სამინისტროს ამ შენიშვნებზე პასუხად აღნიშნულია, რომ საკითხი განსახილველად წარედგინებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი უკვე დიდი ხანია ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გასაჯაროებას; გარდა იმისა, რომ ეს დასკვნა, საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი აუცილებელი დოკუმენტია, გუშინ გამჟღავნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის სარგებლიანობაზე ან მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე საუბარი ფისკალური რისკების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გარეშე ყოველგვარ აზრს და ლოგიკას მოკლებულია.

მანიპულაციების თავიდან აცილების მიზნით, როდესაც ხელისუფლება მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებაში არსებული მწვავე შეკითხვებისთვის თავის არიდებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ნამახვანი ჰესის პროექტის ირგვლივ არსებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების უკანონო გასაიდუმლოების და დამალვის პრაქტიკა და დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, თავად დარწმუნდეს სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში.

კერძოდ, უკიდურესად მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დაუყონებლივ უნდა გასაჯაროვდეს:

  • ხელშეკრულების ის რედაქცია, რომელზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მომზადდა;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა;
  • პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების (რომლითაც ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება მოიწონა) განმარტებითი ბარათი, ადმინისტრაციული წარმოების სრულ მასალასთან ერთად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“