ნამახვანის მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევები
გაზიარება
ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადზე გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვები კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გამოკვლევებისა და სრულყოფილად შესწავლის გარეშე, კონკრეტული პირობებით გაიცა.
ნებართვების გაცემიდან 1 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა კომპანიას დამატებითი გამოკვლევები სახელმწიფოსთვის სრულყოფილად ჯერ ისევ არ წარუდგენია.
ადგილზე მიმდინარე სამუშაოებით ენკა როგორც გარემოსდაცვით, ისე მშენებლობის ნებართვის პირობებს არღვევს.