საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სოფელ დუზაგრამაში (იორმუღანლოს თემი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) მცხოვრები ათეული პირის მომართვის საფუძველზე შეისწავლა მერის წარმომადგენლის მ. ი.-ს მიერ მათი საკუთრებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების სავარაუდო შელახვის ფაქტები. ცენტრის შეფასებით, სოფელ დუზაგრამას მოსახლეობის ნაწილის გაზიარებული ინფორმაცია და არსებული სამართლებრივი დოკუმენტები მერის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, მისი ბოროტად გამოყენებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ვარაუდს ქმნის. მოსახლეობის ნაწილის მიმართვის საფუძველზე მომხდართან დაკავშირებით კახეთის საოლქო პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, ამ დრომდე სამართლებრივ შედეგი არ დამდგარა. გამოძიების ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს რამდენიმე დაზარალებული პირის ინტერესებს.
ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, უკვე წლებია, რაც მ. ი. სოფლის საძოვრებისა და მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს. კერძოდ, მასთან დაკავშირებული პირები კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე იძენენ საკუთრების უფლებას და შემდგომ ამ მიწყებს ყიდიან ამასთან ერთად, მ. ი. და მისი ოჯახის წევრები ემუქრებიან სოფლის მოსახლეობას, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, მ. ი., როგორც მერის წარმომადგენელი, მონაწილეობას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიის საქმიანობაში, რა დროსაც სავარაუდოდ ხელს უწყობს ყალბი დოკუმენტების შექმნას, გაცემას, რის შემდგომაც კონკრეტული პირები იძენენ საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები უმეტესად დუზაგრამის მაცხოვრებლების მართლზომიერ მფლობელობაშია და მიუხედავად იმისა, რომ მერის წარმომადგენლისათვის ცნობილია მფლობელობის შესახებ, იგი ამ ფაქტს სავარაუდოდ მალავს და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე აწვდის ინფორმაციას მიწის აღიარების კომისიის წევრებს. შედეგად, კომისია გასცემს ცნობებს, რომლის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილებას იღებს, მართლზომიერი მფლობელები კი მიწის გარეშე რჩებიან.
მოსახლეობის განმარტებით, მ.ი. მართლზომიერი მფლობელობის დარღვევის გარდა სოფლის საძოვრებისა და თანასაკუთრების გასხვისებასაც ანალოგიური სქემით უწყობს ხელს.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ დუზაგრამას მაცხოვრებლები ჯერ კიდევ 2016 წლიდან უთითებდნენ, რომ მერის წარმომადგენელი მ. ი. უკანონოდ განკარგავდა სოფლის საძოვრებს და სხვადსხვა შემთხვევაში არღვევდა თანასოფლელების საკუთრების უფლებას. ამავე პერიოდიდან მ. ი.-ს დუზაგრამას მაცხოვრებლების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ, რასაც აგრეთვე ამ დრომდე სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია[1].
მ. ი. სოფელ დუზაგრამაში მერის წარმომადგენლის მოვალეობას 2012 წლამდე ასრულებდა, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა 2014 წელს კვლავ იმავე პოზიციაზე დაინიშნა, 2016 წელს იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვინაიდან საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში ტესტირების ეტაპზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაინიშნა დუზაგრამაში მერის წარმომადგენლად და ამ დრომდე ასრულებს უფლებამოსილებას.
ეს გარემოებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში მერის წარმომადგენლის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ საჭიროებს ეფექტური გამოძიების ჩატარებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი საკმაოდ პრობლემურად დგას რეგიონებში და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო მოსახლეობას ხშირად არ აქვს ზუსტი ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ. ადგილობრივი თემის სოციალურ მოწყვლადობას კი ბოროტად იყენებენ კერძო თუ საჯარო პირები და მოსახლეობას მათი არსებობისთვის მნიშვნელოვან რესურსზე (მიწაზე) წვდომას უზღუდავდნენ. აღსანიშნავია, რომ წარსულში მიწების რესურსების მიტაცების ამგვარ ისტორიებს ჩვენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც გვიზიარებენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს
ინსტრუქცია