საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2015 წლის აპრილში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საწარმოო ტრამვების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებელი, დეპარტამენტის ფუნქციონირების პერიოდში არათუ მცირდება, არამედ გაზრდილია. 2016 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული.
შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების მაღალი და მზარდი სტატისტიკა დასაქმების ადგილებზე შრომითი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის პრობლემას ცხადად წარმოაჩენს. წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან შრომითი უფლებების დაცვის კუთხით გატარებული პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და ადეკვატურად ვერ პასუხობს დასაქმების ადგილებზე შრომითი უფლებების დარღვევების გამოწვევებს.
მიუხედავად საჭიროებისა, ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური საზედამხედველო ორგანო შრომის ინსპექციის სახით. შრომის პირობების ინსპექტირების მოქმედი მექანიზმის მანდატის, საქმიანობის ფარგლების გათვალისწინებით იგი მნიშვნელოვნად ცდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ ასრულებს მის მთავარ - საზედამხედველო ფუნქციას:
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ამგვარად ფუნქციონირების პირობებში ვერ ახერხებს პრევენციული და რეაგირებითი ფუნქციის სრულყოფილად შესრულებას და დასაქმების ადგილებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობის უზრუნველყოფას, რასაც ცხადყოფს მშრომელთა ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინსტრუქცია