საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
მართვის ფორმების სინქრონიზაცია - ეს იქნება პირველი, რასაც გარე დამკვირვებელი შენიშნავს ინდუსტრიული სივრცეებში. ყოველ შემთხვევაში, ზესტაფონში, ტყიბულსა და ჭიათურაში საკითხებისა და პრობლემების მეტწილად ერთგვაროვნება, კაპიტალისტური მექანიზმის გარკვეულ ხასიათს გამოკვეთს. მთელ რიგ გარემობათა ხელშეწყობით, ქარხნების მფლობელთა კერძო მესაკუთრეობა მშრომელების სხეულებზეც ვრცელდება.
პირდაპირი წნეხი, რომელიც დასაქმებულებს აწვებათ სამმაგი ბუნებისაა: საწარმოო, საბანკო და საპოლიციო. იქ, სადაც პირველი ვერ აღწევს, მეორე ანაცვლებს, მეორეს მესამე და მათი ერთხმოვანება ყოველდღიური შლაგერია ტექსტით: „წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, დაყარე პოლიტიკური იარაღი და დადუმდი!“
საერთო სინქრონიზირებულ ფორმებს შორის, ტყიბულში დუმილი აშკარა დომინანტაა. ინდუსტრიული კაპიტალიზმის ლოგიკის კოგნიტურით ჩანაცვლების გარეშე კი, შეუძლებელად მეჩვენება გავერკვეთ, რა ჯანდაბას აწარმოებენ ქარხნები იქ, სადაც მადნის სიმწირესა და უხარისხობას ყველა ხაზს უსვამს. თუმცა მაინც მკრეხელობა იქნება, ვისაუბროთ რაიმე სახის ობიექტურ მოცემულობაზე, ვიდრე საკუთარ სხეულზე არ გამოვცდით დედამიწის სიღრმეებში სიკვდილთან დამეგობრების პერმანენტულ აქტებს.
და „დამარცხებული“, ასე ეძახიან სამუშაო პროცესში გარდაცვლილ ან ტრავმირებულ მუშას. ენის კიდევ ერთი სტრუქტურული ბარიერი. მე ერთ მათგანს სახლში ვესტუმრე და ვერ ვხვდები რატომ, ვისთან ან რასთან არის დამარცხებული ის, ვისაც ყველანაირი პირობა შეუქმნეს მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენისთვის.
———————————————–
პუბლიკაცია მომზადებულია EMC–ისა და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით“
ავტორის მიერ ტექსტში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC–ის, „მწვანე ალტერნატივასა“და „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს“ პოზიციას.
ინსტრუქცია