საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ღირსეული შრომის პლატფორმა ტყიბულის შახტში 30 იანვარს მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რომლის შედეგადაც 1 დასაქმებული დაიღუპა და 8 დასაქმებული დაშავდა. პირველ რიგში, პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამენ დასაქმებული მეშახტის გარდაცვალების გამო. ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს მომხდარი ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და დააყენოს კომპანიის შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
მოპოვებითი ინდუსტრია, განსაკუთრებით კი ტყიბულსა და ჭიათურაში არსებული მაღაროები/შახტები დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების უწყვეტად მწვავე კერას წარმოადგენს. მომეტებული საფრთხეებისა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაუდებელი საჭიროების მიუხედავად, პლატფორმის ხელთ არსებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციას, ბოლო წლებში, ტყიბულში უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმების მიზნით არცერთი ინსპექტირება არ განუხორციელებია. ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტი, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად სწორედ მსგავსი მაღალი რისკის მქონე კომპანიების სისტემატური პრევენციული შემოწმება უნდა იყოს და არა მხოლოდ უკვე დამდგარი ინციდენტების შემდგომი მოკვლევა.
იმ შემთხვევაშიც, მომხდარ ინციდენტზე რეაგირებითი მოკვლევის შედეგად, შრომის ინსპექციის პირველადი შეფასებით, სამუშაო პროცესები მიმდინარეობდა შრომის უსაფრთხოების ნორმების არსებითი დარღვევით. არ იყო დაცული საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესები და აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას.
ბოლო წლების განმავლობაში ტყიბულის შახტები, შრომის უსაფრთხოების წესების სისტემური დარღვევებისა და საპასუხო პოლიტიკის არარსებობის გამო, მუშათა დაღუპვის უწყვეტი ციკლის ეპიცენტრად იქცა. 2007 წლიდან დღემდე ტყიბულში 41 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულებისას. ეს საგანგაშო რიცხვი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ტყიბულში დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივი ცვლილებების მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ტყიბულის მიმართ არსებული სისტემური უყურადღებობისა და დარღვევების ეს ჯაჭვი დღემდე ხელუხლებლად აგრძელებს არსებობას.
2019 წლის შემოდგომაზე ტყიბულში ახალი ინვესტორი (Steel International Trade Company) გამოჩნდა, რომელმაც შახტების გადაიარაღებასა და განახლებაზე პასუხისმგებლობა აიღო. განცხადებაში, სადაც ინვესტორის ცვლილება დაანონსდა, ეკონომიკის მინისტრმა შახტებში უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მეშახტეებს კი დაპირდნენ, რომ რამდენიმე თვეში მოპოვება გაუმჯობესებულ სამუშაო გარემოში განახლდებოდა, Რაც საბოლოოდ არ შესრულდა.
2018 წლის ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ, რომლის შედეგადაც 10 მეშახტე დაიღუპა, შახტებში უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებისთვის სახელმწიფოს დაკვეთით მომზადდა გერმანული საინჟინრო-აუდიტორული კომპანიის დასკვნაც, რომელმაც იქ არსებული სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა, უკიდურესად მოძველებული, დაზიანებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა – მათ შორის უშუალოდ შახტში ჩასასვლელი გვირაბის ამორტიზებული მდგომარეობა – და ხარვეზიანი, ქაოტური მოპოვების პრაქტიკა კიდევ ერთხელ აღწერა. დასკვნა შეიცავდა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ცვლილებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც, დასკვნის ავტორთა აზრით, აუცილებელი იყო შახტში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მძიმე დარღვევების გამოსწორების მიზნით გაცემული რეკომენდაციები არათუ არ გაითვალისწინეს, არამედ, რიგ შემთხვევებში, შრომის უსაფრთხოების მხრივ, შახტებში არსებული მდგომარეობა გაუარესდა; დასკვნის შინაარსი უცნობი დარჩა მეშახტეებისთვის, ხოლო რეკომენდირებული შიდა პროცესი, რომელსაც, მეშახტეების ჩართულობით, უსაფრთხოების ახალი ნორმების დანერგვა უნდა უზრუნველეყო, არ შექმნილა.
სწორედ ტყიბულისა და სხვა მონოინდუსტრიული ქალაქების მიმართ მსგავსი არაეფექტური და უმოქმედო პოლიტიკა, ერთი მხრივ, კვლავ საწარმოზე ეკონომიკურად დამოკიდებულს ტოვებს მთელს რეგიონს, მეორე მხრივ კვებავს დასაქმების ადგილზე არსებულ სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათო გარემოს, რადგან არ გამორიცხავს გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევის მომავალში განმეორების რისკებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია