[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ფოტო

გაზაფხულის ბუნიობა - როგორ აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამს საქართველოში

გაზაფხულის დადგომას საქართველოს აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად ხვდებიან. ნოვრუზ ბაირამი ახალი წლისა და იმედების გაჩენის დღესასწაულია. ეროვნული ზეიმი, რომელიც ისტორიულად ზოროასტრიზმიდან და ცეცხლთაყვანისმცემლობიდან მოდის, თუმცა დღეს ის ახალი წლის მოსვლას უკავშირდება.
ოფიციალურად, 21 მარტია ნოვრუზ ბაირამის, იგივე - გაზაფხულის ბუნიობის თარიღი, თუმცა იქამდე საქართველოს აზერბაიჯანელები ოთხ ჩერშენბეს, ანუ ოთხშაბათს აღნიშნავენ. ესაა ოთხი სტიქიის: ცეცხლის, წყლის, ქარისა და ბოლოს, მიწის გამოღვიძების სიმბოლური დღეები.
ამ დღეებში ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, სუფრაზე უამრავი ტკბილეული ჩნდება. სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ჯეჯილი და შეღებილი კვერცები ყველა ოჯახშია; ბავშვები დადიან სახლებში და ტკბილეულს აგროვებენ, საღამოობით ანთებენ ცეცხლს და ერთმანეთს მხოლოდ კარგ სურვილებს უთქვამენ.
თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს აზერბაიჯანელებს მთავრობის წარმომადგენლები ნოვრუზს ულოცავენ, ისლამსა და რელიგიას ახსენებენ. საქართველოს აზერბაიჯანელებს კი, მუდმივად იმის ახსნა უწევთ, რომ ნოვრუზს არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და ეს წმინდად ეროვნული ზეიმი და დღესასწაულია.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. თუმცა, საქართველოში დღემდე არაა ნოვრუზი უქმედ გამოცხადებული.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“