საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
Mətnin Azərbaycan dilində olan versiyası üçün aşağı baxın
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს და უფრო სამართლიან, თანასწორ და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.
დღეს საქართველოს აზერბაიჯანელები აღნიშნავენ ნოვრუზ ბარაიმს. ეს უძველესი სახალხო დღესასწაულია და გაზაფხულის შემოსვლას, გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება. ეს უძველესი დღესასწაული თემში უნიკალური ტრადიციებით და რიტუალებით აღინიშნება. ამ დღეს ყველა ოჯახის მაგიდაზე შევხვდებით ხორბლის ჯეჯილს, შეღებილ კვერცხებს, სარკეს, ტკბილეულს, რომელიც განახლების და ახალი წლის დადგომის სიმბილოებია. ნოვრუზის დღე ქუჩებში კოლექტიური მსვლელობით და მუსიკალური გამოსვლებით, ოჯახებში კი აქტიური სტუმრიანობით აღინიშნება. 2009 წელს ნოვრუზი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა. ნოვრუზ ბაირამამდე თებერვლის ბოლო სამშაბათს და მარტის პირველ სამ სამშაბათს საქართველოს აზერბაიჯანელები ოთხი სტიქიის დღესასწაულს - წყლის, ქარის, ცეცხლის და მიწის გამოღვიძებას (ჩარშანბას) აღნიშავენ, რომელსაც ასევე უნიკალური ტრადიციები ახლავს.
უკვე რამდენიმე წელია საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. პარლამენტს ადგილობრივმა აქტივისტებმა რამდენიმეჯერ მიმართა ამ ინიციატივით. შარშან მარნეულში ნოვრუზის დღესასწაული აქტივისტების სპონტანური საპროტესტო მსველელობითაც აღინიშნა. ადგილობრივი თემისთვის ეს მოთხოვნა საკუთარი კულტურის, იდენტობის და ზოგადად საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების აღიარების მნიშვნელობას ატარებს და რა თქმა უნდა. პოლიტიკური შინაარსი აქვს. სამწუხაროდ, თემის ეს მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ამ დრომდე არ არის გაზიარებული.
კალენდარი სიმბოლური სივრცეა, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების შეთანხმებებს, სიმბოლოებს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს აერთიანებს. სამწუხაროდ, საქართველოს კალენდარი მონოკულტურული/ეთნიკური/რელიგიური შინაარსის არის და არ წარმოაჩენს იმ უნიკალურ მრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა და არსებობს. საქართველოში გავრცელებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი ამ სიმბოლურ სივრცეშიც იჩენს თავს და სხვა ჯგუფებს, რომლებმაც ისტორიული წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის შექმნაში და მის უნიკალურობაში, სრულად იგნორირებულია.
სამწუხაროდ, არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების სუსტი რეპრეზენტაციისა და ზოგჯერ წაშლის პრობლემა მხოლოდ სიმბოლურ ველებში და აღმნიშვნელებში არ ჩანს. სუსტი კულტურული აღიარების და პატივისცემის უკან იკითხება დაბალი პოლიტიკური რეპრეზენტაციის, მონაწილეობის და ეკონომიკური და სოციალური ასიმეტრიის კიდევ უფრო ღრმა პრობლემა.
სწორედ ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს საქართველოს აზერბაიჯანელის თემის მოთხოვნა ნოვრუზ ბაირამის ეროვნულ დღესასწაულად და უქმედ გამოცხადების შესახებ სამართლიანია და ის გათავისუფლებისთვის და აღიარებისთვის ამ თემის უფრო დიდ ბრძოლას აჩვენებს.
ჩვენ ვუერთდებით ყველა სუსტად წარმოდგენილი, სუსტად აღიარებული, დაუცველი თემის ბრძოლას და მათი თანამებრძლები, მეგობრები და ნამდვილი მხარდაჭერები გვინდა ვიყოთ.
გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!
Sosiyal Ədalət Mərkəzi Gürcüstanda yaşayan azərbaycanlı icmanın Novruz bayramını təbrik edir və daha ədalətli, bərabər və layiqli bir mühitdə yaşamağı arzu edirik.
Bu gün Gürcüstan azərbaycanlıları qədimi xalq bayramı olan və yazın gəlişini, oyanışını, həyatın yenilənməsini özündə əks etdirən Novruz bayramını qeyd edirlər. Bu qədimi bayramda unikal ənənələr və rituallar həyata keçirilir. Bu gündə hər ailənin süfrəsində yenilənmənin və yeni ilin gəlişinin simvolu olan səməniyə, boyanmış yumurtalara, güzgüyə, şirniyyata yer verilir. Novruz bayramı günü küçələrdə kütləvi izdihamla və musiqili çıxışlarla, evlərdə isə qonaqlıqlarla qeyd olunur. 2009-cu ildə Novruz YUNESKO tərəfindən qeyri-maddi mədəni irslər siyahısına əlavə edildi. Novruz bayramınadək olan son dörd çərşənbə axşamında, Gürcüstan azərbaycanlıları unikal ənənələri özündə cəmləşdirən dörd təbiət ünsürünün - su, yel, od və torpağın oyanışını (çərşənbəni) qeyd edirlər.
Artıq bir neçə ildir ki, Gürcüstan azərbaycanlıları Novruz bayramının ölkədə milli bayram və qeyri iş günü olaraq elan edilməsini tələb edirlər. Yerli fəallar bir neçə dəfə bu tələblə bağlı Gürcüstan parlamentinə müraciət ediblər. Ötən il Novruz bayramı, Marneulidə aktivistlərin spontan etiraz yürüyüşü ilə də qeyd olundu. Yerli icma üçün bu tələb öz mədəniyyətlərinin, kimliklərinin və ümumiyyətlə, Gürcüstanın etnik və mədəni rəngarəngliyinin tanınması baxımdan xüsusi önəm daşıyır və təbii ki, eyni zamanda siyasi önəmə də malikdir. Təəssüflər olsun ki, bu bu günədək icmanın bu tələbi hakimiyyət tərəfindən lazımi şəkildə bölüşülməyib.
Kalendar, konkret bir ölkədə yaşayan insanların uzlaşmasını, simvolların və önəmli siyasi və mədəni hadisələri özündə birləşdirən simvolik bir məkandır. Təəssüflər olsun ki, Gürcüstan kalendarı tək mədəniyyətli/ etnik/ dini məzmun daşıyır və ölkəmizdə mövcud olan rəngarəngliyi əks etdirmir. Gürcüstanda yayğın olan etno-dini milliyyətçilik bu simvolik məkanda da özünü büruzə verir və gürcü mədəniyyətinin yaradılmasında və onun unikallığında başqa qrupların verdiyi töhfələr görməzdən gəlinir.
Təəsüflər olsun ki, qeyri-dominant etnik və dini qrupların zəif təmsil olunması və bəzən hətta silinmə problemi yalnız simvolik məkanlarda görünmür. Zəif mədəni tanınma və hörmətin arxasında dərin şəkildə siyasi nümayəndəlik, iştirak, iqtisadi və sosial asimmetriya problemi dayanır.
Məhz elə bu səbəbdən, Novruz bayramının milli bayram və qeyri-iş günü olaraq elan olunmasıyla bağlı Gürcüstan azərbaycanlılarının irəli sürdüyü tələbi tamamilə ədalətlidir və qurtuluş və tanınma uğrunda bu icmanın daha böyük mübarizəsini və əməyini göstərir.
Biz, zəif şəkildə təmsil olunan, tanınan, qorunan bu icmanın mübarizəsinə qoşuluruq və onların mübarizələrində səmimi yoldaşları, dostları və həqiqi dəstəkçiləri olmaq istəyirik.
Novruz bayramınız mübarək!
ინსტრუქცია