რა მთავარი ხარვეზები აქვს ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკას - ვიდეოში ამ საკითხებს ექსპერტები მიმოიხილავენ.
სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა ხშირად თემს ბრალდება, სინამდვილეში კი, ენის სათანადოდ არცოდნის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული ჩავარდნებია; თუმცა, დღეს ეთნიკურ უმცირესობებს არამხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნის გამოწვევა აქვთ, არამედ ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც მათი სოციალურ განვითარების, ინტეგრაციისა და პოლიტიკური გათავისუფლების პროცესს ხელს უშლის.
ამ გამოწვევებს დღეს ადგილობრივი მასწავლებლები და აქტივისტები თვითორგანიზებით და სათემო და საგანმანათლებლო ცენტრების მშენებლობით და არაფორმალური განათლების პრაქტიკის შექმნით პასუხობენ.
ფორმალური განათლების სისტემა სამწუხაროდ არ უწყობს ხელს სოლიდარული საზოგადოების შექმნას და ის განაპირობებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის გათიშულობასა და ფრაგმენტაციას.
- EMC-ის კვლევა - ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები: https://bit.ly/3svTWSu