საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საარსებო შემწეობის ადმინისტრირება პრობლემურია, რის გამოც სიღარიბეში მცხოვრები არაერთი ადამიანი სისტემის მიღმა რჩება.
მაგალითისთვის, უსამართლო რეგულაციის მიხედვით, თუ სოციალურმა აგენტმა ფორმალურად სწორად შეავსო ოჯახის შეფასების დეკლარაცია, თუმცა კომპიუტერულმა სისტემამ მისი სიღარიბე ვერ დაინახა, გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს უწევთ, ხელახალ შეფასებას ერთი წელი დაელოდონ. სააგენტოს მიერ განმეორებითი შეფასების ლოდინში ოჯახი შეიძლება უმძიმეს სიტუაციაშიც აღმოჩნდეს და მისი ფიზიკური გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
სახელმწიფომ უნდა შეამციროს ხელახალი შეფასების ვადა, ხოლო შეფასებამდე ოჯახები ღირსეული მხარდაჭერით უზრუნველყოს.
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია