საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2014 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრებმა ქართველმა მუსლიმებმა სოფელში ისტორიული მეჩეთის დემონტაჟი გააპროტესტეს. მუსლიმ თემს პოლიცია დაუპირისპირდა, დააკავეს 14 ადამიანი, რომელთაგან 4 პირი პოლიციის მხრიდან მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
დაკავებულთა შორის იყო თეიმურაზ მიქელაძეც. ამ ვიდეოში თეიმურაზი იხსენებს მოხეში 2014 წელს განვითარებულ მოვლენებს, პოლიციის მხრიდან გამოვლენილ ძალადობას და საუბრობს ევროსასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ევროსასამართლოს სწორედ თეიმურაზ მიქელაძემ, კიდევ სამ მოქალაქესთან ერთად მიმართა. მათ ინტერესებს ჩვენ წარმოვადგენდით. ევროსასამართლოს 2021 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით, განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის ორი მუხლი - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვის. შედეგად, განმცხადებლებმა კომპენსაცია მიიღეს და საქმეზე გაგრძელდა გამოძიება. ორი პოლიციელის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ინსტრუქცია