საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წარმოგიდგენთ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” შეფასებებს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი დოკუმენტი შეეხება სამოქმედო გეგმის შემდეგი თავებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხს: I თავი - სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; II თავი - დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა; III თავი - პროკურატურა; IV თავი - სამართალდამცავი ორგანოებისსაქმიანობა; XII თავი - რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა. სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებასთან ერთად, დოკუმენტში წარმოდგენილია ხედვები სამოქმედო გეგმის დახვეწის და შემდგომი წლების სამოქმედო გეგმის შედგენის მიმართულებებთან დაკავშირებით.
გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას ⇓
ინსტრუქცია