საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ,,ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.
კონსტიტუციურ რეფორმასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, პროკურატურის მოწყობის, საქმიანობის და ანგარიშვალდებულების ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც შეძლებს კონსტიტუციური რეფორმის მიზნების მიღწევას და დამოუკიდებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კონსტიტუციური რეფორმასთან ჰარმონიზაციის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მოახდინა ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირება.
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული პროექტი პრაქტიკულად არ განსხვავდება დღეს მოქმედი რეგულაციისგან. ეს პროექტი ვერ პასუხობს კონსტიტუციური რეფორმის იდეას, რამდენადაც შემოთავაზებული ვერსიით თითქმის უცვლელია როგორც საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების და უფლებამოსილების, ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესი. შესაბამისად დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბებისთვს საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ ვერსიას, არსებითი გადამუშავება სჭირდება.
ამავე თემაზე:პროკურატურის სისტემის რეფორმა
დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ აქ ⇓
ინსტრუქცია