საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 136
გამოცემის წელი: 2018
ISBN: 978-9941-8-0321-5
მკვლევრები: 
წინამდებარე დოკუმენტის მიზანი არ არის, განიხილოს კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პროკურატურის სისტემის შესახებ გამართული დისკუსიები. ასევე, დოკუმენტის ავტორების მიზანი არ ყოფილა პროკურატურის სისტემის მოწყობის ყველა შესაძლო მოდელის განხილვა. ანგარიშის ავტორები შეზღუდულები არიან იმ ახალი მოცემულობით, რომელიც ბოლო კონსტიტუციურმა ცვლილებებმა შექმნა ქვეყანაში.
ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს კონსტიტუციური რეფორმის შინაარსის, მისი მიზნების კანონმდებლობაში ზედმიწევნით და სათანადოდ ასახვას და იმ რისკების შემცირებას, რაც პროკურატურის სისტემის ფუნდამენტური ცვლილების პროცესს შეიძლება ახლდეს თან. ამის გათვალისწინებით, დოკუმენტის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს ძირითადი წინადადებები და რეკომენდაციები, რათა კონსტიტუციური რეფორმის მიზნების მისაღწევად შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი პროკურატურის დეპოლიტიზირებული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოდ ჩამოყალიბებისთვის, სადაც თანაბრად იქნება დაცული სისტემის დამოუკიდებლობისა და
ანგარიშვალდებულების პრინციპები.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ ⇓
ინსტრუქცია