[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / პოდკასტი / ექსტრაქტივიზმის მრავალი განზომილება

ექსტრაქტივისტული კაპიტალიზმი, ზრუნვის შრომა და ქალთა როლი

თამუნა ქებურია 

რა არის ქალის როლი დღევანდელ კაპიტალისტურ საზოგადოებაში და როგორ ხდება საშინაო შრომას გასაქონლება? რა თავისებურებებს ავლენს წიაღისეულისა და ადამიანების სხეულების გლობალურ საბაზრო ჯაჭვებში მოგზაურობის ტრაექტორია, როდესაც სახეზე გვაქვს მასობრივი მიგრაცია, როგორც ექსტრაქტივისტული კაპიტალიზმის თავისებურება?

პოდკასტის მეორე სერიის სტუმარია ალექსანდრა აროშვილი, რომელიც საუბრობს თუ რა შედეგები მოაქვს საშინაო შრომის მარკეტიზაციას და პრივატიზაციას, რაც დღეს გლობალური ზრუნვის მიწოდების ჯაჭვად გვევლინება. პოდკასტის განმავლობაში ვცდილობთ კრიტიკული კითხვები დავსვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგებს მოიტანს გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან ჩრდილოეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ქალთა შრომითი მიგრაციის შეუქცევადი ტენდენცია, რომლის უკანაც რეპროდუქციულ შრომაზე გაჩენილი საბაზრო მოთხოვნა და მისი ზრუნვის გასაქონლების იმპერატივი დგას. ასევე პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა საფრთხეები ახლავს თან საქართველოს მსგავს პერიფერიულ ქვეყანაში სოციალური კვლავწარმოების კრიზისს, რომელიც ყველაზე მძიმედ საზოგადოების სუსტ და დაუცველ ჯგუფებზე აისახება.

  • პოდკასტის სტუმრი: ალექსანდრა აროშვილი
  • წამყვანი: თამუნა ქებურია
  • მუსიკა: ბექა კუნდალინი

პოდკასტების სერია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“